26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კომისია შეიქმნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია ბიგვავა, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, ასევე, ეთხოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურს. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებიც ჩაერთვენიან.
კომისია 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებით წინადადებების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას უზრუნველყოფს.
23.04.14