საყდრისთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლის მიზნით უცხოელი ექსპერტები საქართველოში ერთ კვირაში ჩამოვლენ. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ განუცხადა. “ჩვენი გეგმაა, რომ უნდა ჩამოვიდნენ ექსპერტები უცხოეთიდან. ყველაფერი იქნება ისე, როგორც გაწერილია ჩვენს მიერ ხელმოწერილ ბოლო დოკუმენტში. ასევე განხორციელდება ინსპექტირებაც, როგორც წესი და რიგია, რასაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს. ექსპერტები საქართველოში დაახლოებით ერთ კვირაში უნდა ჩამოვიდნენ”, – აღნიშნა ოდიშარიამ. 23.04.14