მორიგი შეტაკება უკრაინის აღმოსავლეთით – ქალაქ სლავიანსკში სეპარატისტების ჯგუფს უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა.
გავრცელებული ცნობით, სლავიანსკსა და სვიატოგორსკს შორის შეიარაღებული პირები დააფიქსირეს, რომლებიც ადგილობრივი თავდაცვის მობილური ჯგუფის წევრები არიან.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის შინაგანმა ჯარებმა მარიუპოლის მერიის შენობა სეპარატისტული ჯგუფებისგან უკვე გაათავისუფლეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა.
24.04.14