საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე,  მის როგორც კულტურულ მემკვიდრეობის ღირებულებაზე, დღეს საბადოზე არსებულ მდგომარეობაზე მიმდინარე პროცესებზე და სამომავლოდ მის არსებობაზე მეცნიერები, არქეოლოგები, მეტალურგები და კულტუროლოგები საკუთარ აზრს და პოზიციას აფიქსირებენ.

unnamed

მარინე ცინცაბაძე -კულტუროლოგი: ,,საყდრისმა დიდი მღელვარება გამოიწვია, არიან ახალგაზრდები, რომლებიც ღამეს ათენებენ და იცავენ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას საყდრისის ტერიტორიაზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, მეცნიერები, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მეცნიერთა დიდი რაოდენობა მხარს უჭერს, რომ საყდრისი აღიარებულ იქნას, როგორც არქეოლოგიური ძეგლი, ეს აღიერებულია გერმანელი მეცნიერების მიერ, რომლებიც ორი წელი მუშაობდნენ. მატერიალური სახსრები გაიღეს იმისათვის, რომ შეფასებულიყო საყდრისი, ოქროს მონაპოვარი წაღებულ იქნა შემოწმებულ შესამოწმებლად და დაგინდა, რომ მისი თარიღი ანუ მისი ღირებულება, ამდენად ის გახდა არამარტო ჩვენთვის მეტად ღირებული ძეგლი, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისათვის. სწორედ ამის გამოა ,რომ უცხოელებში დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ფაქტს, ისინი თხოულობენ ჩართულობას, როგორც ექსპერტები. მინდა გავაჟღერო თუ რა მოთხოვნები აქვთ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ შეხვდნენკულტურის მინისტრს ბატონ გურამ ოდიშარიას, მათ აქვთ სამი მოთხოვნა: პირველი მორატორიუმი განხორციელდეს, მეორე მონიტორინგი სპეციალისტების მიერ ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და მესამე, საყდრისის საბადოების ექსპერტების მოწვევას, ახალგაზრდები ნდობას უცხადებენ იმ ექსპერტებს, რომლებსაც ასახელებნ თვითონ გერმანელები. მინისტრთან მოლაპარაკების შედეგად კულტურის ჩამოყალიბდა მათ შორის ძალიან დადებითი დამოკიდებულება, მაგრამ ამავე დროს გამოვლინდა ის უარყოფითი დამოკიდებულება და უნდობლონა ანთიძის მიმართ, რომელსაც თავიდანვე საყდრისს იგი არ თვლიდა არქეოლოგიურ ძეგლად, ეს არის დიდი შეცდომა. როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა დარგის მეცნიერები მხარს ვუჭერთ ამ ძეგლის არსებობას, ის უნდა გადარჩეს, ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობა არის დიდი რესურსების მატარებელი, იმ გაგებით, რომ დღევანდელმა საყდრისის პრობლემამ გამოავლინა ის, რომ აქ არის დიდი ინტერესი ჩადებული, ფულადი ინტერესი არამარტო RMG-ის, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციების, სხვადასხვა სტატუსის მქონე, იგივე სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მშვიდად, წყნარად, შეთანხმებით, გონივრულად გამოვიყენოთ კულტურული მემკვიდრეობის რესურსი, რომელიც დღევანდელ დღეს ამუშავებული სრულიად არ არის, ჩვენ ზუსტად ვიცით იმის შესახებ რა რესურსები გვაქვს, ჩვენ არა გვაქვს ნავთობი, გაზი, გვაქვს ორად-ორი რაღაცა, ეს არის წყლის უზარმაზარი რესურსი და ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, ორივე ამ ფაქტორს აქვს დიდი პერსპექტივა არა მარტო იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო გაძლიერდეს, არამედ შევქმნათ ხანგრძლივი ურთიერთობის  პერსპექტივა მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რადგან ძალიან დიდი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. სამწუხაროდ, ქართული კულტურული მემკვიდრეობა, შეცნობილი არ არის, დღემდე არ არის შეფასებული ის ცივილიზაციური დარგები, რომლის მემკვიდრეები ჩვენ ვართ, ამაზე ძალიან იზრუნა საბჭოთა პერიოდმა, რომ ჩვენ ეს არ გვცოდნოდა, ამდენად ამ რესურსების შესახებ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ შეგვიძლია გონივრულად გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. დღეს როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ღარიბაშვილს ქონდა  შეფასება გურამ ოდიშარიას შეხვედრასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ბატონი ღარიბაშვილი შეცდომაშია შეყვანილი იმ მოწინააღმდეგე მეცნიერების მიერ,  სამწუხაროდ. მიმაჩნია, რომ მაღროში უნდა შევიდნენ დარგის სპეციალისტები, განსაკუთრებით იმ დარგის, რომლებიც ამ პროექტის მონაწილეები არიან ქართული მხრიდან და აგრეთვე გერმანელები, გერმანელების მიერ რეკომენდირებული წარმომადგენლები, ეს ექსპერტები არიან ძალიან გამოცდილები, ისინი არიან ღრმად განათლებულები, პროფესიონალები, რომლებიც იმისთისვის ჩამოდიან გაარკვიონ არის თუ არა ეს მართლა არქეოლოგიური  ძეგლი, მართლა მსოფლიოში ყველაზე ადრეული ოქროს გამადნოებელი კერა. ესენია: კორკის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ ობრაინი, პინსბურგის ასოცირებული პროფესორი გერგ გოლდენბერგი, მადრიდის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი იგნასიო მონტერო რაიესი, ტულუცის უნივერსიტეტის დოქტორი ბიატრის კოლუე, სოფიის აკადემიის ასოცირებული პროფესორი ხრისტო პოპოვი. მნიშვნელოვანია, რომ  სამუშაოები იქნეს გაჩერებული, სანამ ექსპერტები არ ჩამოვლენ. ჩვენ რომ ეს ძეგლი უნდა დაცივცათ და გადავარჩინოთ ერთია, მაგრამ ასევე უნდა ავიცილოთ თავიდან ეკოლოგოიური კატასტროფა. სამუშაოები მიმდინარეობს ეხლაც და ამ სამუშაოებს შეუძლია დააზიანოს ძეგლი, ამიტომ მეცნიერები ვთხოვთ, რომ შეჩერდეს სამუშაოები,ექსპერტები ჩამოიყვანონ დროზე.

unnamed (3)

რაულ გვეტაძე – მეტალურგი: ,, პირველი წერილი საიდანაც დაიწყო ეს უბედურება იყო ქუთელიას წერილი, რომელიც არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ის წერდა პრემიერ-მინისტრს, რომ თუ ჩვენ ლიკვიდაცია არ გავუკეთეთ ამ ძეგლს 3000 კაცი, რომელსაც აქვს ხელფასი ათასი ლარი დარჩება უმუშევარი, ესაა ცრუ ინფორმაცია, აი ამ ცრუ ინფორმაციაზე აგორდა ყველაფერი, ეს გამომჟღავნდა ცოტა ხნის შემდეგ, პროტესტი განაცხადეს მუშებმა, იქ თურმე მუშაობს სულ 200 კაცი, დანარჩენი მუშაობს სპილენძის მოპოვებაზე, ძვირფასი ქვების მოპოვებაზე, ხელფასი კი აქვთ 400-500-600 ლარი, ე.ი. პირველი წერილი არის ტყუილი, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, რომ ყოლოდა ნორმალური ექსპერტები არ უნდა მისულიყო ეს წერილი პრემიერ-მინისტრამდე, იმიტომ რომ ეს იყო ტყუილი ინფორმაცია, ამაზე კი აგორდა ყველაფერი. ჩამოყალიბდა 11 კაციანი კომისია, კომისიის ჩამოყალიბება რად იყო საჭირო, როდესაც კულტურის სამინისტროს წესდებაში წერია, რომ კულტურის ძეგლის სტატუსი უნდა განსაზღვროს კულტურის სამინისტროს მუდმივმა კომისიამ, იმ კომისიაზე კი არ გაიტანეს ეს საკითხი, მოიწვიეს დაინტერესებული პირები, რომლებმაც დაწერეს, რომ ეს ძეგლი თუ არ დაინგრა საქართველოს ეკონომიკა უბედურ მდგომარეობაში ჩავარდება, დაზიანდება საქართველოს ინტერესები, არა, ბატონო საქართველოს ინტერესები კი არ ზიანდება,ზიანდება უცხოელების ინტერესები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ერთი გრამი ოქროს მოსაკრებელს წიაღისეულის გამოყენებაში საქართველოს უხდიან სამ ლარს, მაშინ როდესაც საბოლოო პროდუქცია იყიდება 45 დოლარად. ეს სამი ლარი და ის შემოსავალი, რასაც მიიღებს საქართველო ეკოლოგიურ კატასტროფას ვერ დაფარავს. თავი, რომ  თავი დავანებოთ საყდრისს, ეს მერე გრძელდება დმანისზე, ბოლნისზე ესენი გადაიქცევიან ეკოლოგიური კატასტროფის ზონად. რისთვის? ვისთვის? რომ ვიღაცა გამდიდრდეს. ძალიან მარტივად შეიძლება გაზარდო გადასახადი მოპოვებულ ოქროზე, გაზარდო სანქციები ეკოლოგიურ კატასტროფაზე და ბიუჯეტი პირიქით გამდიდრდება. მეორე საკითხია, დღეს თუ არის საქართველო იმისტომ არის, რომ საქართველოს ყავდა მოწინავე პატრიოტები, ჩვენ გვყავდა ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც საქართველოს განძი შემოინახა და აი, დღეს ის მეცნიერები, რომლებიც იძახიან დავანგრიოთ საყდრისიო არიან ექვთიმე თაყაიშვილის ანტიპოდები. იქ არის ხუთი  უბანი, რაღა მაინცდამაინც ამ ერთ უბანს მიადგნენ, იმუშაონ ოთხ უბანზე მოიპოვონ ოქრო, გარდა ამისა ჩვენ, მე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, პირველმა ავტეხეთ განგაში ამასთან დაკავშირებით, ჩვენს ჯგუფში არის ტანაშვილი რეზო, რომელიც მუშაობდა იქ და ის იძახის, რომ ნარჩენებია, რომლის გადამუშავებაშიც ასი ტონა ოქრო არის, გადაამუშავე ის რაღა ამ ძეგლს მიადექი? მეორე, იცოდეთ, რომ ერთი არის გენოციდი ერის, გენოციდია, რადგან წამლავენ იქ, და მეორე ეთნოციდი, ეთნოციდი რას ნიშნავს?! შენ თუ მომისპობ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს გაჩნდება ისეთი არეალი, სადაც ყველას შეუძლია თქვას, რომ ეს ჩემი სამშობლოა. ქართველ ერს აქვს ორი კულტურული მემკვიდრეობა, რომლითაც უნდა იამაყონ ერთია –  მეტალურგია, მეტალურგიის სამშობლო არის კავკასია და წინა აზია, მეორე არის დამწერლობა. პრეზიდენტი ხომ არის მეცნიერი? ჩვენც მეცნიერები ვართ, დაგვიჯდეს და ვილაპარაკოთ,15 წუთში დავარწმუნებთ ვინ არის მართალი,მაგრამ არ გვიკარებენ, იკარებენ იმას ვისაც უნდა დაანგრიოს, ეძახიან იმას, ვისაც ეს საქმე არაფრად არ მიაჩნია.

unnamed (2)გიორგი მინდიაშვილი – არქეოლოგი, ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრი: ,, ეს საკითხი უკვე საკმაოდ ცნობილია, თუ რასთან დაკავშირებით ვდაობთ, მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საყდრისში არიან და ცდილობენ რამენაირად შეაჩერონ ის ნგრევა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომელიც ძეგლთა დაცვის სამინისტროს არაპრინციპული პოზიციიდან გამომდინარე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ბატონ ოდიშარიას არცერთხელ დაუბარებია ის არქეოლოგები, რომლებიც მუშაობდნენ ძეგლზე 9 წლის განმავლობაში გერმანელებთან ერთად და არ უცდია მათგან გაეგო სინამდვილე, სიმართლე ამ ძეგლთან დაკავშირებით, მეცნიერული აზრი. რატომღაც შემდეგ ითაკილეს ის, რომ გერმანელებმა გამოთქვეს პროტესტი ამასთან დაკავშირებით და გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ქართველი მეცნიერები არავისზე ნაკლები არა ვართ, მაგრამ რატომღაც მარტო ის მეცნიერები არიან მათთვის სანდო, რომლებიც RMG-ის უჭერენ მხარს ამ ძეგლის დანგრევაში. ის ფაქტი, რომ ანთიძემ, რომელიც დანიშვნისთანავე მემორანდუმს დებს RMG Gold-თან, იმასთან დაკავშირებით რომ,  RMG Gold დააფინასებს ყველა მის არქეოლოგიურ პროექტებს, ოღონდ ბოლნისი რაინოს გარეთ და არაფერს არ ამბობს თუ რას იზამს, რას გააკეთებს ბოლნისის რაიონში ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, უფრო მეტად საეჭვო ხდება ეს ყველაფერი, როდესაც ჩვენ გავიხსენებთ იმ ამბავს, რომ ეს ბატონი ნიკა ანთიძე იმ იურიდიული სამსახურის თანამშრომელი გახლავთ, რომელშიც დაიკარგა ის საბუთები, რომელიც საყდრისის მაღაროს გაძეგლებასთან დაკავშირებით იყო შეტანილი და რატომღაც ბატონი ოდიშარია ამას საზოგადოებას ეკითხება თუ რატომ არ იყო იქ ეს  საბუთები და ნიშნავენ იმ ადამიანს, რომელმაც თავის დროზე არ მიიღო არანაირი ზომები იმისათვის, რომ ის ე.წ. დარღვევით არ მომხდარიყო, პროცედურების დარღვევით საყდრისის გაძეგლება, რაც შემდეგ საბაბად გამოიყენა იგივე ოდიშარიამ იმისათვის, რომ ამ ძეგლისათვის სტატუსი მოეხსნა, ეხლა რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას და ბატონი ოდიშარიას გუშინდელ გამოსვლას რუსთავი 2 ეთერში. ის ფაქტი, რომ ბატონი ოდიშარია იძახის რომ ჩვენ შემოვავლებთ, სადემარკაციო ხაზსს გავუკეთებთ საყდრისის ტერიტორიას ეს დიდი ხნიდ წინ შეიძლებოდა გაკეთებულიყო,მაგრამ ეს არავის გაუკეთებია,მათ უნდოდათ,რომ მთლიანად დაენგრიათ ეს ძეგლი და ეხლაც იგივეს აკეთებენ, არავინ არ იცის ბატონი ოდიშარიას განცხადება,მე ძალიან მინდა ვენდობოდე მას,ვფიქრობ,რომ ჩვენ მეტი გზა მაინც არ გვქვს, მაინც უნდა ვენდოთ მას ცოტა ხნით მაინც იმისათვის,რომ დავაცადოთ რა ნაბიჯებს გადადგამენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მართლა გახდება თუ არა ეს სამინისტრო ძეგლთა დაცვის სამინისტრო და არა პირიქით, მოიწვევენ თუ არა იმ სპეციალისტებს,რა ნაბიჯები იქნება ამ მიმართულებით გადადგმული. იმიტომ, რომ ის ფაქტი, ამ სამინისტრომ დელეგირება გაუკეთა მთელ თავის უფლებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით და ჩააბარა ეს უფლებები იმ უწყებას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ჰქვია და რომლის გენერალური დირექტორი ამჟამად არის ნიკოლოზ ანთიძე ეს ძალიან სერიოზულ ეჭვებს იწვევს,რომ ისევ მოხდება რაღაც დროის გაწელვა და ისინი კვლავ გააგრძელებენ იმ სამუშაოებს,რომელსაც დღემდე ატარებდნენ იქ და თუ RMG Gold არ დაისჯება იმისათვის, რომ მან კანონის დარღვევით აწარმოა იქ მიწის სამუშაოები უკვე 7 იანვრიდან ანუ შობა დღიდან მოყოლებული,ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე როგორც ჩანს მათ მიზნად აქვთ დასახული ვინაიდან ხალხის ყურადღება იქნება შემცირებული ამ მიმართულებით,რომ მათ აწარმოონ ეს სამუშაო. კულტურის სამინისტროს აქვს უფლება უჩივლოს მას და სასამართლო წესით მოიპოვოს უფლება შეიყვანოს თავისი წევრები,წარმომადგენლები ამ ძეგლზე იმისათვის,რომ სპეციალისტებმა მოახდინოდ დაკვირვება იმაზე დააზიანეს თუ არა და არა მარტო აღძრას, დაზიანების შემთხვევაში ჩამოერთვას მას ეს ლიცენზია და ძეგლს აღუდგეს ის სტატუსი,დღეს სტატუსი ჩამორთმეული აქვს, მაგრამ ძეგლს ქართული კანონმდებლობა იცავს,როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს, არქეოლოგიურ ობიექტს და ეს კანონი არცერთხელ არ შესულა მოქმედებაში, იგნორირებას უკეთებს ამას ნიკა ანთიძე, რომელიც თავისივე განკარგულებაში წერს მეორე თუ მესამე გვერდზე, რომ ეს არის არქეოლოგიური ობიექტი, მაგრამ იმისათვის, რომ კანონი შეასრულოს არაფერს არ აკეთებს.

unnamed (1)დავით სახვაძე – მეტალურგი: ,, საყდრისის ოქროს მაღარო ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე უპირველესი კი არა ერთადერთი უმნიშვნელოვანესი მელითონეობის დამადასტურებელი ძეგლი, საბედნიეროდ,ეს აღიარება მან არამარტო ქართველი მეცნიერების არამედ უცხოელი მეცნიერების დამსახურებით მიიღო,მაგრამ, სამწუხარო ის გახლავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ქართველი მეცნიერები აღმოჩდნენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ მოსაზრებას და ამტკიცებენ,რომ ეს არ შეიძლება ყოფილიყო ოქროს მაღარო, საკითხი ძალზე მარტივია, რას წარმოადგენს ეს მთა, ეს უბანი რომელზედაც ამდენი ხანია გრძელდება დავა, შეიცავს თუ არა ის ოქროს და არის თუ არა იქ ოქროს ან სპილენძის  მოპოვების რესურსი, კულტურის მინისტრის ბრძანება,რომელითაც მოეხსნა მას სტატუსი ეყრდნობა დასკვნას, სადაც წერია რომ აქ არის სპილენძი და შესაძლებელია მხოლოდ სპოლენძის მოპოვება ამ მაღაროში, რომელიც გასაჩვრდა ჩვენს მიერ და დღესაც გრძელდება სამართლებრივი დავა. დღეს უკვე აღარავინ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აქ შეიძლებოდა სპილენძი ყოფილიყო მოპოვებული,ყველა ვამბობთ მუშაობს ოქროს მომპოვებელი კომპანია, RMG Gold. მისივე ჯგუფში შედის RMG Copper ანუ სპილენძის გადამუშავებელი ჯგუფიც, დავსვათ მარტივი კითხვა თუ კი აქ სპილენძია რატომ ამუშავებს მას RMG Gold? და თუ კი აქ სპილენძი არ არის და ოქროა, მაშინ შესაცვლელია კულტურის მინისტრის ის ბრძანება როემლიც ამტკიცებს და ეყრდნობა იმ დასკვნას, სადაც დასაბუთებულია რომ ეს არის სპილენძის მაღარო და არ შეიძლებოდა ყოფილიყო ოქროს მაღარო, ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ამ ძეგლთან დაკავშირებით ამხელა აჟოტაჟი და დიდი ყურადღება საზოგადოების მხრიდან ნათლად მეტყველებს იმაზე,რომ ინფორმაცია აკლია ყველა იმ ხელისუფალს, რომელიც კატეგოლიულ განცხადებებს აკეთებს და ადასტურებს, რომ აქ არაა ოქროს მაღარო და ვის ეყრდნობარას ეყრდნობა? არის მეცნიერთა ერთი ჯგუფი,რომელიც ამბობს რომ აქ არის ოქრო,მეორე ჯგუფი ამბობს, რომ არ არის. გერმანელებმა საველე ექსპერიმენტით დაგვიმტკიცეს, რომ იქ არის ოქრო,იგივე იარაღებით, ქვით, რქით და ა.შ მოიპოვეს გარეცხეს და ჩვენ დავინახეთ იმ ქანებიდან დაჯდა ოქრო, ეს იყო  2009 წელს. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ თუ კი ეს ძეგლი მართლაც ესეთი ხელყოფილი იქნება და განადგურდება ეს კიდევდაკიდევ უფრო მეტ ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენს, მე არ ვარ ამის მომხრე. რომ ეს ასე იყოს, მაგრამ ეს ისტორიული მნიშვნელობა იქნება სწორედ იმ უარყოფითი განზომილებით, რასაც სახელად დაერქმევა ის, რომ 5 000 წლის წინანდელი ადამიანის მიერ ხელთქმნილი უძველესი მაღარო განადგურებულ იქნა 21-ე საუკუნის დასაწყისში და ეს ძალიან დიდი ცოდვა და ტვირთი იქნება დღევანდელი ხელისუფლების,ჩვენი ყველასი, საზოგადეოების,თაობის და ა.შ.  მე მხოლოდდამხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ სათანადოდ ხელისუფლების ორგანოებში არ არის ინფორმაცია იმ დონეზე, რომ სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი ამ ძეგლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

24.04.14

ლანა წურწუმია

Please follow and like us: