საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს ლევან მიქელაძის სახელი მიენიჭა. სახელობითი დაფასასწავლო ცენტრის შენობაზე საზეიმო ვითარებაში გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემდა მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ ველამ.
სასწავლო ცენტრისათვის ლევან მიქელაძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროშისაზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის და პარლამენტისწევრები ესწრებოდნენ.
“ლევან მიქელაძე მრავალი წლის განმავლობაში ქართული დიპლომატიის სათავეებთან იდგა, მის ხელში აღიზარდადიპლომატების თაობები, ამიტომ სიმბოლურია, რომ ჩვენს სასწავლო ცენტრს, რომლის მიზანიც დიპლომატების ახალითაობების აღზრდაა დღეიდან მისი სახელი ერქმევა” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ სიტყვით გამოსვლისას. “ლევანმიქელაძეს ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება აღიქვამდა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისა დაავტორიტეტის დაუღალავ დამცველს. იგი იყო მაღალი რანგის პროფესიონალი. ბევრი სხვა დამსახურების ფონზე, ლევანმიქელაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს წარმატებაში ეუთო-ს ლისაბონისა და სტამბოლისსამიტებზე, მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსმმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ცენტრი დაარსდა 2012 წლის იანვარში დამისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მომუშავე დიპლომატთა პროფესიულგანვითარებას.
სასწავლო ცენტრში რეგულარულად ატარებს კურსებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, დისკუსიებს და სხვაღონისძიებებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის. სასწავლო პროგრამებს უძღვებიანროგორც ქართველი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები.
სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან დიპლომატიურ სკოლებთან და საერთაშორისოორგანიზაციებთან.
24.04.14