უკრაინის აღმოსავლეთით მდგომარეობა ისევ დაძაბული რჩება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრამატორსკში ფედერალიზაციის მომხრეებმა უკრაინელ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია 2 სამხედრო.
14 ადამიანი დაშავდა ხარკოვშიც, სადაც ერთმანეთს უკრაინის ერთიანობისა და ფედერალიზაციის მომხრეები დაუპირისპირდნენ. შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ერთიანობის მომხრეთა აქციაზე პრორუსი აქტივისტები საბჭოთა კავშირის დროშებით მივიდნენ.
საპროტესტო აქცია გაიმართა ლუგანსკშიც, სადაც პრორუსულად განწყობილმა დემონსტრანტებმა რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კიევი მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, დახმარებას რუსეთს სთხოვენ.
დონეცკში კი დემონსტრანტებმა ადგილობრივი ტელეცენტრის შენობა დაიკავეს.
უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის 28 ქვეყნის დიპლომატები შეიკრიბებიან და რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების შესახებ იმსჯელებენ. ანალოგიური სანქციების გამოცხადებას დღეს შეერთებულ შტატებშიც გეგმავენ.
28.04.14