საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვიშეგრადის ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელსაც ესწრებიან ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ექვსივე ქვეყნის, ასევე ესტონეთის და საბერძნეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
შეხვედრას ესწრებიან ასევე გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლბი.
გაფართოებულ შეხევრაზე განიხილეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის პროცესში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი და ინიციატივის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა ამ შეხვდრის მნიშვნელობა განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე მოვლენების, ასევე საქართველოსა და მოლდოვას მიერ მიმდინარე წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გათვალისწინებით.
მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროინტეგრაციის კურსისადმი და მიმოიხილა საქრთველოს გეგმები 2015 წლის რიგის სამიტამდე.
მაია ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა ქვეყნის მტკიცე მზაობას ევროკავშირთან ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არ გახლავთ ევროკავშირთან ურთიერთობის ბლო ეტაპი და იგი წარმოადგენს შემდგომ ნაბიჯს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის გზაზე.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიესლამა ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაცაღნიშნულია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, მოლდოვას დაუკრაინას, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე, დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების დაადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებების ჩათვლით, და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვისშემთხვევაში.
მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, აღნიშნა საქართველოს პროგრესი სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხში.
მინისტრის განცახდებით, ვიზა-ლიბერალიზაციის გზით მობილურობის გაზრდა დააახლოებს საზოგადოებას და გააფართოებს ადამიანებს შორის კონტაქტს. მან ასევე ისაუბრა ცალკეულ პროექტებში, მათ შორის, სტუდენტებისა და ახალგაზრდობისთის, ევროკავშირის მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ქვყენებს იმ პროგრამებისთვის, რომელსაც ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებისა და სისტემური ტრანსფორმაციისთვის ახორციელებენ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს სამიტზე მიღებული განცხადებისთვის.
29.04.14