• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, December 14, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიტროპოლიტი ნიკოლოზი საყდრისში ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ და მობილიზებისკენ მოუწოდებს

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მიტროპოლიტი ნიკოლოზი საყდრისში  ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ და მობილიზებისკენ მოუწოდებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

mitroახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, საყდრისში ჩავიდა, ახალგაზრდები გაამხნევა და გვერდში დგომა აღუთქვა. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ და მობილიზებისკენ მოუწოდა:

„ერთი ადამიანის რწმენაც კი საკმარისია იმისთვის, რომ უფალმა შეისმინოს ლოცა და შედეგს მიაღწიოს ადამიანმა. ასე წერია სახარებაში, რომ თუ ორი ან სამი ადამიანი მოილაპარაკებს, შეთანხმდება და ითხოვს ეს თხოვნა აუცილებლად შეუსრულდებათ. ასე, რომ მთავარია სჯეროდეს ადამიანს და ყველაფერი გამოვა.

რაც შეეხება, საყდრისს და ამ კონკრეტულ მაგალითს  გეტყვით, რომ ბევრ ადამიანს ვესაუბრე, ვკითხე თუ რას ფიქრობენ საყდრისის შესახებ, რას ფიქრობენ ამ მაღაროებზე,  მათგან არავის  უთქვამს, რომ მისი დანგრევა შეიძლება ან საჭიროა. ყველა ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ როცა ვეკითხები თუ კონკრეტულად რა არის საჭირო იმისთვის, რომ არ დინგრეს მათგან მოდის საოცარი პასიურობა, თითქოს ადამიანებმა არ იციან როგორ მოიქცნენ, როგორ გამოხატონ თავისი აზრი თავისი ნება. თუმცა, ჩემი აზრით, იმის ნება, რომ ამას არ ეთანხმებიან ესეც ძალიან კარგია.

ჩემთვის,  საყდრისი ახლა, ამ წუთებში არის სამშობლო, ნამდვილი სამშობლო, რომელსაც დაცვა სჭირდება იმ მიწიური და მატერიალისტური სურვილისგან, როგორიც ოქროა. მე ვერ დამიჯერებია ის, რომ ქართველი საყდრისის დანგრევას დათანხმდება, ამიტომ მგონია, რომ ამაში უცხოს ხელი ურევია. არავითარი ოქროს გულისთვის ხელი არ მოუბრუნდება ნამდვილ ქართველს. ჩვენ ნელ–ნელა „გვიპყრობენ, არ აქვს მნიშვნელობა იმას ტანკით შემოვა უცხო თუ რით და რა მიზეზით, წაიღეს აფხაზეთი, სამაჩაბლო, ახალგარ დაემატება ახლა საყდრისიც. ეს ყველაფერი ერთიდაიგივეა.  უნდა გავითავისო ის, რომ ეს ერთი და იგივე შინაარსის მოვლენაა და ვფიქრობ, რომ ასე ჩუმად ყოფნა არ შეიძლება.

შეიძლება ჩვენ გამოცდილება არ გვაქვს, თუ არ ვიცი რა ვთქვა, შეიძლება  არ ვიცით, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ რომ არ უნდა გავჩერდეთ ეს ცხადია. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, შეიძლება ადამინმა ბრძოლა წააგოს, მაგრამ დანებებით არ უნდა დანებდეს, ჩვენც არ უნდა დავნებდეთ თუ წავაგეთ.  მე არ ვიცი ვისი ხელით ხდება ეს,  რომელიმე ქვეყნის საშუალებით, ვინ აკეთებს ამას? –  ამას აკეთებს ბოროტი სული. ადამიანის მოდგმის მტერი, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა, რომ წაგვართვას. უნდა გავითავისოთ ის თუ ვინ ვართ ჩვენ, ვისი შვილები ვართ, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები. ვიცით კი, რა არის ჩვენი ნამდვილი ღირებულებები, უნდა დავიცვათ ისინი ყველაფრის ფასად.  აღარ აქვს მნიშვნელობა ოქროს გულისთვის დაანგრევ საყდრისს  თუ შიშის, პასიურობის  გულისთვის. მაცხოვარს იუდამ ფულის გამო უღალატა მაგრამ უღალატა პეტრემაც და გააკეთა ეს შიშის გამო, როგორც წმინდა მამები ამბობენ ამ ორ მოქმედებაში არავითარი განსხვავება არ იყო.  იუდაც და პეტრეც ერთნაირი მოღალატეები იყვნენ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ პტერემ პატიება ითხოვა. შეიძლება, რომ ჩვენც ასე მოგვივიდეს , რაღაცას თუ ვერ გავუფრთხილდებით ამის გამო მუდამ უნდა გვქონდეს სინანულის გრძნობა და ხმამაღლა ვთქვათ.

მოვიფიქროთ როგორი მოქმედებით გამოვხატავთ საკუთარ სინანულს. მაგალითად, მე არ ვიცოდი ამ ახალგარზდების შესახებ, ვფიქრობდი კარავს გავშლი თქო  გამიხარდა მოგვიანებით, რომ გავიგე იგივე წამოწყების შესახებ, მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით. ვფიქრობ, ორი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოთხოვნა. ერთი, რომ თქვენ უნდა ორგანიზებულად იცხოვროთ აქ,  ერთ ბანაკში 30 და 50 ადამიანის ცხოვრება ძნელია,  გავამრავლოთ ბანაკები.

წარსული გვიჩვენებს, რომ ხშირად  მოუთმენლობის გამო ვერ გაუძლიათ ადამიანებს და მიუტოვებიათ თავიანთი მიზანი შუა გზაში, მე გთხოვთ, რომ გავუძლოთ. მნიშვნელოვანია აქ, როგორ იცხოვრებთ,  რას გააკეთებთ,  რას მოიმოქმედებთ. ჩავრთოთ უფრო მეტი ადამიანი. კარგი იქნება ჩავატაროთ კვლევა, რეფერენდუმი,  მოსახლეობა გამოვკითხოთ და გავიგოთ რას ფიქრობს მათი უმრავლესობა. არცერთ ოქროდ არ გვიღირს ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლის დანგრევა. ესაა მიწიერიების შემოტევა, სულიერი ადამიანი, ღირებულებებით მცხოვრები ადამიანი, ვერ შეძლებდა,  რომ ხელი აღემართა ამაზე.

ეროვნული გრძნობაა არ აქვთ, ან სად მონახეს ასეთი ხალხი, რომ ასეთ სამუშაოზე თანხმდებიან. ყველა ამბობს, რომ ეს ნამდვილად უძველესია, ამის იქით საუბარი ვეღარ მიდის იმიტომ, რომ საჭიროა ამის იქით აქტიური მოქმედებები. ჩვენ თუ გვინდა უნდა გამოვიდეთ და ვისწავლოთ, როგორია სამშობლოს დაცვა. იარაღით დაცვა შეუძლებელია თანამედროვეობაში, ახლა სამშობლოს იცამენ ნებით, სიმტკიცით, ლოცვითა და ცოდნით. ავირჩიოთ ლოცვა და ყოველდღე წავიკითხოთ ერთი და იგივე ლოცვა ერთსა და იმავე დროს, მე ღრმად მწამს ის, რომ როგორც  ღმერთი ერთია და არსებობს,  შეგვიძლია ხმა მივააწვდინოთ მას. მეუფე ზერონს ამ ეპარქიის მეუფეს ვესაუბრე და ისიც მზადაა გვერდში დაგვიდგეს…

რაც შეეხება თქვენ ბანაკს, გირჩევთ, რომ ძირითადი ჯგუფის გარდა, რომლებიც სულ აქ ხართ გაკეთდეს სხავდასხვა ბანაკები აქა–იქ, სადაც ჩამოვლენ უბრალო ადამიანები თუნდაც ერთი დღით და თავიანთ აზრს დააფიქსირებენ. მე ვფიქრობ, რომ გამოგვივა საყდრისის გადარჩენა, რადგან ეს ძალიან გვინდა. საყდრისს, რომ გადავარჩენთ მერე სხვა „გადასარჩენებზეც“ ვიფიქროთ, გადარჩენა კი, როგორც მოგეხსენებათ ადამიანისგან შესაბამის ცხოვრებას ითხოვს და მოდით, ვიცხოვროთ ისე, როგორც საჭიროა. კარგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ვიბრძოლოთ ბოლომდე, რამენაირად ვცადოთ და ძალა არ დავიშუროთ, რომ  თქვენი აქ ყოფნა საინტერესო იყოს. ამხელა მსხვერპლზე ხართ წასულები, მოწყვეტილი ხართ ყოველდღიურობას. კონფორტულად აქ ვერ იქნებით,  მაგრამ საჭიროა თქვენი ენერგიის სწორად დახარჯვა. ამბობენ, რომ თუ ხე ახალაგზრდაა ქარმა შეიძლება ის მოტეხოს და თუ ხე ძველი და ძლიერია ქარის რყევა  უფრო განამტკიცებს მის ფესვებს, იქნებ სწორედ ეს ის ქარია, რომელიც ჩვენს ეროვულობას გაამაგრებს და გაამყარებს,” – ამის შესახებ ესაუბრა მიტროპოლიტინიკოლოზი საყდრისში შეკრებილ ახალგაზრდებს.

30.04.14

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025
ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

11/16/2025
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს
ახალი ამბები

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

11/10/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In