რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში პარაკლისი მიმდინარეობს. პარაკლისს რამდენიმე ათეული სასულიერო პირი ატარებს. პარლამენტის შენობის წინ მრევლი იმყოფება. პარაკლისის დაწყებამდე სასულიერო პირებმა ჟურნალისტებთან პარლამენტის კომიტეტის გუშინდელ სხდომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა დავით ქვლივიძემ განაცხადა, ისინი ითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვაში ფართო მასების მონაწილეობას, კერძოდ, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, პედაგოგების ჩართვას. დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მის უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება. “თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ საბავშვო ბაღში ნანატრი შვილი პედოფილს უზის მუხლებზე და ეფერება. თქვენ ეტყვით რამეს და დაგიჭერენ, რადგან შეურაცხყოფა მიაყენეთ. თქვენ წარმოგიდგენიათ ციხის უფროსი და მისი გარემოცვა მამათმავალი, ვინ იქნება იმის კონტროლი, რომ ისინი უფლებამოსილებას არ გადაამეტებენ? ამიტომ ვითხოვთ ფართო მასების ჩართვას. ჩვენ ძალადობის, ცემის წინააღმდეგი ვართ. პეროვსკაის ქუჩა სავსეა ამ ადამიანებით. გაგიგიათ, რომ ვინმე დააწიოკეს ან სცემეს?” – აღნიშნა დეკანოზმა. მან 17 მაისის მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ 17 მაისი პარიზთან შედარებით არაფერი იყო. მისივე თქმით, პარიზი ევროპის დედაქალაქია და იქ საპროტესტო აქციები უფრო დიდი მასშტაბით მიმდინარეობდა. 30.04.14