ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციამ ახალგორის მიმართულებით ყველა ტიპის სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალა. ე.წ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დღეიდან ახალგორის მიმართულებით საშვთა ახალი სისტემა უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალი საშვი არ მიუღია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეზღუდვის დასრულების თარიღს უნდა დაელოდოს. „წელიწადში ორჯერ, სამჯერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, უფრო მეტად ახალგორის მიმართულებით, თუმცა არც ისე იშვიათად გალის მიმართულებითაც, საოკუპაციო რეჟიმი ახდენს მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვას. დღესაც დადგინდა ეს შეზღუდვა ორშაბათამდე, ასე რომ ვთვლი, ვინაიდან დადგენილი არის თარიღი შეზღუდვის დასრულების, ჯობია მომენტს დაველოდოთ და მერე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და ვიცით კარგად რა ხდება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. უსაშვოდ დარჩენილთა შორის არიან წეროვანში მცხოვრები ის დევნილებიც არიან, რომლებიც სამი წლის მანძილზე ფორმა N9-ს მეშვეობით მოძრაობდნენ. ფორმა N9 ძალადაკარგულად გამოცხადდა. 01.04.14