ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების ახალი დამოუკიდებელი ორგანო – ეროვნული კომისა იქმნება, შესაბამისად ეროვნული ბანკის კომპეტენციიდან აღნისნული სამსახური გამოეყოფა.
ამ საკითხტან დაკავსირებით პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი უკვე ინიცირებულია, რომელსაც ხვალ ორი კომიტეტი – იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები პირველი მოსმენით განიხილავენ.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით აირჩევს. ასევე პარლამენტი დააკომპლექტებს ფინანასური ანგარიშგების და აუდიტის საზედამხედველო საბჭოს.
ცვლილებები “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ”, “ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ”, “ეროვნული ბანკის შესახებ”, “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, “მეწარმეთა შესახებ”, “საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ”, “სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ”, “უკანონო ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ”, “სახელმწიფო ქონების შესახებ”, “არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” კანონებში და ასევე პარლამენტის რეგლამენტში შედის.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, ყალიბდება ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება დაეკისრება, როგორიცაა: ბაზრის რეგულირებად მონაწილეებზე ლიცენზიების გაცემა, შეჩერება ან გამოთხოვნა. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის კომპეტენცია იქნება რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობის მონიტორინგი, შემოწმება და ზედამხედველობა, სანქციების გამოყენება ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობის დარღვევისათვის, ასევე კანონქვემდებარე აქტების მომზადება, ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების წარმოდგენა და ასე შემდეგ.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილია.
ონოფრიშვილის საკანონმდებლო პაკეტით ასევე წესრიგდება საფონდო ბირჟაზე დაშვებულ საჯარო ფასიან ქაღალდებზე გარიგებების კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში დადების საკითხი.
15.04.13