“ნატახტარის ლიმონათი” ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.უკვე ქართულ ბაზარზე “ნატახტარის ლიმონათი” ჟოლოს, კოწახურისა და ვაშლის არომატით გამოჩნდა.

“გვინდოდა მომხმარებლისთვის უფრო დიდი არჩევანი და მეტი მრავალფეროვნება შეგვეთავაზებინა. ყველა დამატებული არომატი არის ბავშვებისთვისა და მათი მშობლებისთვის საყვარელი”, – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, თორნიკე ნიკოლაიშვილი.

ამ დრომდე “ნატახტარის” ასორტიმენტი შვიდი არომატის ლიმონათიდან შედგებოდა. ამიერიდან მომხმარებელს საშუალება ექნება მსხლის, ტარხუნის, საფერავის, ნაღების, ლიმონის, ფორთოხლისა და ატმის გარდა ჟოლოს, ვაშლისა და კოწახურის ლიმონათიც დააგემოვნოს.

25.04.13

Please follow and like us: