ბოლო პერიოდში საქართველოდან მრავალი ნიჭერი ქართველი წავიდა. წავიდა იმ იმედით, რომ საქართველოში ოდესმე პოლიტიკური და ეკონომიური წინსვლა იქნებოდა და მათ კვლავ შეეძლებოდათ საქართველოში დაბრუნება. მათ არ ავიწყდებათ სამშობლო და უცხო ქვეყანაშიც საკუთარი ქვეყნის კულტურის წარმოჩინებას ემსახურებიან. ერთ-ერთი ასეთი ქართველი დავით ტოპრაკაშვილია, რომელიც ნიუ იორკის ქართულ თეატრში მოღვაწეობს და სპექტაკლ „თეთრ ბაირაღებშია დაკავებული.

ბატონო დავით გვიამბეთ თქვენი საქმიანობისა და ნიუ იორკში

თქვენი მოღვაწეობის შესახებ.

pGnNjR3d-obwDQjxWiiKJjkYGWX4CQY8J8OWmpWfEbA

 უპირველეს ყოვლისა მივესალმები ჩემს მშობლებს, ასევე მთელს საქართველოს. მართალია 15 წლის წინ დავტოვე ჩემი ქვეყანა, მაგრამ ჩემი სული და გონება იქ დარჩა. რაც შემეხება მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი ეგრეთწოდებულად „Teenager” (მხოლოდ 19 წლის). იმ პერიოდში როდესაც საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ეკონომიკური გაჭირვების და პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში, როდესაც ხელოვნებაც რასაკვირველია ცუდ მდგომარეობაში იყო.

მომეცა შანსი და შევძელი ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად ქვეყნიდან გასვლა. თან იმ ნაკადთან ერთად, რომელმაც შეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ვიყავი, სადიპლომო სპექტაკლზე ვმუშაობდით ქალბატონ ვენერა ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც მეორე კურსის შემდეგ რეჟისორი ლევან სვანიძე შეცვალა.

1WzXQzYrzvrASkXXR4XqreI9RO8bTP8CVjucj5AoQMI

ამავე პერიოდში ქალაქ რუსთავში ვმუშაობდი, სადაც კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით ვიყავი დაკავებული. თან ქალაქ რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლებით პრაქტიკას გავდიოდი, სადაც გავიცანი თეატრალური დასის მრავალი ნიჭიერი და დამსახურებული მსახიობი. ერთ-ერთი მათგანი იყო ქალბატონი ხათუნა ბელა იოსელიანი. შეიძლება ითქვას, რომ 19 წლის ახალგაზრდისთვის საკმაოდ სრულფასოვან ცხოვრებას ვეწეოდი. ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. პირველ პერიოდში ისე გამიჭირდა, რომ სახლში დაბრუნებას ვოცნებობდი, მაგრამ არ მინდოდა დედამიწის მეორე მხარეს ჩემი ჩამოსვლა უშედეგო ყოფილიყო, რამაც ამდენი ხნის განმავლობაში აქ დარჩენა განაპირობა. ჩემი სამსახიობო მოღვაწეობა მშენებლობამ ჩაანაცვლა. დღესდღეობით ერთ-ერთი კერძო კომპანიის გენერალური კონტრაქტორი ვარ, რის კეთებაც ძალიან მიყვარს და რაშიც უკვე დიდი გამოცდილება მაქვს.

 თქვენი აზრით რა განაპირობებს დღეს ქართველიხელოვანების საქართველოდან წასვლას?

 სამწუხაროდ მართლაც ხელოვნების დარგის ბევრი სხვადასხვა წარმომადგენელი იმყოფება ემიგრაციაში, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებული არასტაბილური პირობების შედეგია. ემიგრაციაში ხელოვანთა გზები ერთმანეთში ხშირად იკვეთება, რის შედეგადაც ლიკა და ვიქტორ ცირელსონის ხელმძღვანელობით ქალაქ ნიუ იორკში ჩამოყალიბებულ ორგანიზაცია “dancing crane”-ია, სადაც ვმოღვაწეობ.

ჩემი აზრით ხელოვანებს ჭირდებათ ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მის მოღვაწეობას. რაც საქართველოში თითქმის არ არსებობს. ამიტომ სხვადასხვა კულტურულ სფეროში დასაქმებული ემიგრანტები იქ არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე ქვეყნის გარეთ აგრძელებენ მოღვაწეობას, რის შემდეგადაც სხვადასხვა ქვეყნები ეცნობიან ქართულ კულტურას.

 რომელ სპექტაკლში ხართ ამჟამად დაკავებული?

btHVagjgQWmV5WlBSEVoHZyVXO9W-8fHt8Z4yK2u1gw

ნიუ იორკის თეატრალურმა დასმა ქართულ და არა მარტო ქართულ საზოგადოებას რამდენიმე სპექტაკლი წარუდგინა. მეც ერთ-ერთ სპექტაკლში „თეთრი ბაირაღები“ კაკო დევდარიანის სახით მიხილა მაყურებელმა, რომელსაც ხათუნა იოსელიანი ხელმძღვანელობდა. საკმაოდ შრომატევადი მუშაობის შემდეგ სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რის გამოც სხვადასხვა შტატებში ვგეგმავთ გასტროლებს. სურვილი გვაქ ეს სპექტაკლი საქართველოშიც ჩამოვიტანოთ.

 რა დამოკიდებულება აქვთ ქართული თეატრის მიმართსხვა

ქართველ ემიგრანტებს?

zvgqUyhFwAuqlflA6iH-WZmMxNvCe0zl1vPfj7TFSHM

 ემიგრაციაში მყოფი ქართველი მაყურებელი დიდ სიამოვნებას იღებს ჩვენი სპექტაკლებიდან. ემოციებში შესული მაყურებელი ივიწყებს ამერიკის არც თუ ისე ტკბილ ემიგრანტულ ცხოვრებას და იძირება იმ ნამდვილად ქართულ გარემოში, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ. ისინი ატირებულნი, თუ ბედნიერად მომღიმარნი იხსენებენ იმ ქართულ ხუმრობებს, თუ სიმღერებს, რომლებიც მათ ნოსტალგიურად მონატრებულ საქართველოში სმენიათ.

 როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ კულტურულგარემოს?

 ჩემი 15 წლის ემიგრაციის პერიოდში ქართულმა კულტურამ ჩემი აზრით რამდენიმე სფეროში ცვლილება განიცადა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის.

 როგორ უნდა მოახერხოს სახელმწიფომ კულტურისპოლიტიკის

ხელშეწყობა და თქვენი დარგისპოპულარიზაცია?

BLU-LNkeVaDRCExxsCy81o-uc8HuMzCRmrA5URHLqvk

 სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ქართული ხელოვნების განვითარებას. ამისთვის უნდა გამოსცეს შესაბამისი კანონები. პარლამენტში და მთავრობაში მაღალ დონეზე უნდა იხილებოდეს აქტუალური საკითხები. უნდა ხდებოდეს ხელოვნების ცალკეული მიმართულებების მიხედვით, როგორც მოკლე ვადიანი, ასევე ხანგრძლივი პერიოდის პროგრამები. ამას გარდა დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურის განვითარებას. მხოლოდ ამის შემდეგ დაფასდება ხელოვნების მოღვაწეთა შრომაც.

 რას ეტყოდით ქართულ საზოგადოებას?

Y52MHLA458AvX7WO_mbc3IK_c6c5QQwe6xjzvFuXDwIქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მე პირადად ძალიან მიყვარს და მათზე გული შემტკივა, რადგანაც დღევანდელი პოლიტიკური, თუ ეკონომიური პირობები ხელს უშლის მათ ყოველდღიურ ყოფაცხოვრებას. დღესდღეობით საქართველოში მუსირებს ორი რამ – პოლიტიკა და რელიგია, რაც მხოლოდ და მხოლოდ ზომიერების ფარგლებშია კარგი ქვეყნისთვის.  ვეცადოთ რაც შეიძლება პროფესიონალურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაშინ ჩვენ ნამდვილად მივაღწევთ ქართულ ოცნებას. მე პირადად არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ ვარ და ვცდილობ არ ჩავერიო პოლიტიკაში. როგორც დათა თუთაშხია ამბობს  „არავის საქმეში არ ვერევი  და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში“ მეც ასევე ვიქცევი. ქართველები საკმაოდ ნიჭიერი ხალხი ვართ. ჩვენ უბრალოდ სტაბილური ქვეყანა გვჭირდება  რაც არ გვქონია ბოლო 25 წელი, რამაც განაპირობა ჩვენი ემიგრაციაში წასვლა. მაგრამ მე მჯერა მოვა დრო, როდესაც ყველა ქართველი თუ არა, მათი დიდი ნაწილი მაინც ისევ დაბრუნდება საქართველოში.

 ამას უბრალოდ დრო სჭირდება.

არა მინდა რა მიჭირს თუ მილხინს

არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით

ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი

მონანიების და პატიების.

და კვლავ შემეძლოს მე გაღიმება

და სიყვარული ღვთით ბოძებული.

თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება

ვიყო ბავშვივიტ მოტყუებული.

 გიორგი ჩუბინიძე

03.05.14

Please follow and like us: