24 საათის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
1 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
1 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

20140422_193312

საყდრისის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი მატულობს. თბილისი თაიმსს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დაუკავშირდნენ და საყდრისის გადასარჩენად მთავრობას ღია წერილით მიმართეს. გერმანელ ემიგრანტებს ახლა ფრანგი ემიგრანტებიც შემოუერთნენ და აქციის მონაწილეებს გვერდში დგომას აღუთვამენ. თბილისი თაიმსი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მხარს ვუჭერთ საყდრისის, როგორც საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის დამცველ საზოგადოებას და ვიზიარებთ შემდეგ მოთხოვნებს:

1. შეწყდეს ძეგლის ნგრევა
2. შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა საერთაშორისო კომისია, ძეგლის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით
3. დაცული იქნას საყდრისის მაღარო, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

Please follow and like us: