1 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

ხვალ 11 საათზე სასტუმრო „რედისონში“ „ვისოლ ჯგუფსა“ და მსოფლიოში წამყვან  ნავთობკომპანია „შევრონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რის შედეგად „ვისოლ ჯგუფი“ „შევრონის“ საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდება საქართველოში.

„მომხმარებელს „შევრონის“ ზეთებისა და საპოხი მასალების შეძენა „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ვიანორის“ მომსახურების ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ. „ვიანორი“ ერთგულ მომხმარებელს „ტექსაკოს“ საავტომობილო ზეთებს და სხვა საპოხ მასალებს როგორც მსუბუქი, ისე სატვრთო მანქანებისათვის შესთავაზებს,“ – აცხადებენ კომპანიაში.

„შევრონის“ პროდუქტები სამი წამყვანი ბრენდის „შევრონის“, „ტექსაკოს“ და „კალტექსის“  სახელითაა წარმოდგენილი ამერიკასა და ევროპაში და პროდუქტის ხარისხითა და მაღალტექნოლოგიურობით აღიარებულია მთელს მსოფლიოში.

15.04.13

Please follow and like us: