1399386211საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, პირველი ქართული ჯაზ-კვარტეტის დამაარსებლის გურამ ბზვანელის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, გურამ ბზვანელისა და პირველი ქართული ჯაზ-კვარტეტის შემოქმედების ამსახველი ალბომი გამოიცემა.

პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ-კვარტეტი 50 წლის წინ შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც. კვარტეტის წევრები მონაწილეობენ რუსულ ფილმში სახელად “გოგონა გიტარით”.

კვარტეტის ერთ-ერთმა წევრმა, კომპოზიტორმა გურამ ბზვანელმა 17 წლის ასაკში დაწერა სიმღერა “ჩავაქრე სანთელი”, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში გახდა ცნობილი.

პროექტი ინიცირებულია სსიპ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვიტარების პროგრამის ფარგლებში.

07.05.14

Please follow and like us: