unnamed (3)ეგვიპტეში, კაიროს ოპერაში საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ქართულიდა ეგვიპტური მუსიკის კონცერტი გაიმართა .

კონცერტზე შესრულდა ქართველი და ეგვიპტელი კომპოზიტორების ნაწარმოებები და სიმღერები ქართულ და არაბულ ენაზე. ასევე, მსოფლიო კლასიკური ნაწარმოებები. 

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ეგვიპტელმა მუსიკოსებმა და შემსრულებლებმა, რომლებსაც ქართველი პედაგოგებიჰყავდათ. ქართველი მუსიკოსები წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ ეგვიპტეში და დიდი წვლილი შეიტანეს ეგვიპტის კონსერვატორიისა და კლასიკური მუსიკის სკოლის ჩამოყალიბებაში. 

კონცერტს ორგანიზება გაუწია საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა, ეგვიპტეში მოღვაწე ცნობილმა პიანისტმა პროფესორმა ელენე ძამაშვილმა.

კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის კონსერვატორიასა და ოპერაში მოღვაწე  ქართველმა პიანისტმა დავით ედგარ დავლიანიძემ.   

კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ეგვიპტის სახელისუფლებო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, კაიროში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ეგვიპტეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

07.05.14

Please follow and like us: