3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის  სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეიდან დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრდძელედება.  ვაშინგტონში, ნოდარ ხადური მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეკრებაში, აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს: მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან – ლე რუსთან, ფრანკ ჰიმსკერკთან და ვონ ამსბერგთან. ასევე, შედგება ერთობლივი შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც განიხილება მაისში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული ფორმატით შეხვედრის ორგანიზების დეტალები.

გაიმართება მოლაპარაკებები სარეიტინგო კომპანიების „Moody’s ვიცე-პრეზიდენთან დიეთმარ ჰორნუნგთან  და S&P  წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრა საინვესტიციო კომპანია J.P.Morgan-ის წარმომადგენლებთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან: ვილჰელმ მოლთერერთან და ანტონ როპთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, მასუდ აჰმედთან, აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ვიზიტის დასასრულს შედგება ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვენის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც განიხილება ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების პრიორიტეტები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინსტიტუტის პროგრამით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში უკვე  მიმდინარეობს სასწავლო კურსები.

16.04.13

Please follow and like us: