e12e942b319b

 

“ძვირფასო მეგობრებო!

გადავწყვიტე პირადად, როგორც საზოგადოების წარმომადგენელმა მივმართო საქართველოს პატრიარქს და მისი სახით ეკლესიას:

თქვენო უწმინდესობავ!

დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ ანადგურებს მთავრობა – საჩქაროდ, უკანონოდ და უაპელაციოდ – ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, რაც როგორც მინიმუმი, მეცნიერთა ფართო წრის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ამ ყველაფერს ახლავს უამრავი კანონდარღვევა, სიცრუე და დაინტერესებულ მოქალაქეთა თუ მეცნიერთა სრული იგნორირება. მთავრობამ განაჩენი გამოუტანა საყდრისს, გააქრო და ვერ მიაკვლია ბოლო 10 წლის მანძილზე წარმოებულ კვლევებსა და დასკვნებს, და უსუსური, ალოგიკური არგუმენტებით ცდილობს წაგვართვას ის, რაც ყველას ერთნაირად გვეკუთვნის!

პირადად მე დღემდე არ გამიგია თქვენი ან ეკლესიის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია ამ საკითხზე, რაც, სულო ცოდვილო, მაინცდამაინც დიდად არ მიკვირს… მწამს: თუ დაუთმობთ საყდრისს იმ ყურადღებისა და ძალისხმევის ნაწილს მაინც, რაც “ანტიდისკრიმინაციული კანონის” საკითხს დაუთმეთ, საყდრისი გადარჩება!

P.S. ხშირად დუმილი დანაშაულია.

ფეხთა თქვენთა მტვერი, ქართული კულტურის მოკრძალებული გულშემატკივარი,

ცოტნე გამსახურდია”

– წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია, საკუთარი facebook-ს გვერდზე

Please follow and like us: