ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულების გადმოსვენება გეგმის მიხედვით, ივნისის თვეში მოხდება , – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო წითელი ჯვრის ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების შესაბამისად, დაიწყო ბაბუშერაში სამარხის გახსნა, სადაც დაკრძალული არიან თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული ჩვენი თანამემამულეები.
“პროცესი 26 მაისამდე გაგრძელდება და შემდეგ ორ ეტაპად მოხდება ცხედრების გადმოსვენება და მათი ოჯახებისთვის გადაცემა”, – განაცხადა დავით დარახველიძემ.
08.05.14