• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი: “ვითხოვთ, რომ ჩამოსულმა ექსპერტებმა გამჭვირვალედ ჩაატარონ ეს პროცესი”

12 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კვლავ გაუქმებულია. საყდრისის დაცვის კომიტეტი, სადაც კულტურის სფეროს კომპეტენტური პირები არიან ჩართული არ თმობენ ამ საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლს (სწორედ ასე აფასებენ მას ისტორიკოსები, არქეოლოგები). არაერთხელ შეიცვალა სიტუაცია, თითქოს კონსესუსიც შედგა კულტურის მინისტრსა და საყდრისის დამცველებს შორის, მაგრამ მდგომარეობა, როგორც ჩანს კვლავ მოუგვარებელია ვინაიდან პირობა, რომელიც მინისტრმა დადო კვლავ შეუსრულებელია. ექსპერტები მხოლოდ კულტურის სამინისტრომ შეარჩია. აქციები კვლავ გრძელდება, როგორც საყდრისის ტერიტორიაზე, აგრეთვე დედაქალაქში. აღნიშნულ საკითხზე 9 მაისს, საქართველოს ყოფილი პარლამენტის წინ საყდრისის დამცველთა აქცია გაიმართა. „თბილისი თაიმსთან“ კომენტარს საყდრისის დამცველები აკეთებენ.

10337710_10201249548715358_7921228789315428239_n

ცოტნე გამსახურდია – საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი:  ,,საქართველოში მყოფი ორი ექსპერტი, ბულგარელი გეოლოგი ვენელინ იელევი და გერმანელი არქეოლოგი ალბრეხტ იოკენ–ჰოველი დღეს საყდრისზე კვლევით სამუშაოებს ასრულებენ და ხვალ 

ტოვებენ საქართველოს. უნდა იცოდეთ, რომ ექსპერტები მუშაობენ სრულიად იზოლირებულად, დახურულ ატმოსფეროში. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, რა ინტერპრეტაციებს და მანიპულაციებს ჩაუტარებენ მათ დასკვნებს მომავალში კომპანია “RMG გოლდისა” და ხელისუფლების წარმომადგენლები, მოვითხოვთ, ექსპერტებმა გამართონ პრესკონფერენცია და მედიას მიეცეს კითხვების დასმის საშუალება“.

კახა კოჟორიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: „ჩვენ ამ პროცესში სამართლებრივი პოზიციით ვართ  ჩართული. ვფიქრობთ, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც კულტურის სამინისტროს მიერ იქნა მიღებული, შემდეგ მთავრობის მიერ იქნა მიღებული არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს. სულ 

14FA81C7-ADED-460E-B818-D6753FA78812_mw1024_n_s

რაღაც ორიოდე დღის წინ საქართველოს მთავრობამ არ დააკმაყოფილა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც ვითხოვდით კულტურის სამინისტროს იმ აქტის ბათილად ცნობას, რომლის საშუალებითაც კომპანიას მიეცა ფართომასშტაბიანი საქმიანობის წარმოების უფლება. არგუმენტი კი იყო აბსოლიტურად მიუღებელი და კანონსაწინააღმდეგო, რომლის თანახმადაც, თითქოს ჩვენ არ გვაქვს უფლება, როგორც რიგით მოქალაქეებს, რომ ვიდაოთ ამ საკითხზე და არ იკვეთება ჩვენი იურიდიული, სამართლებრივი ინტერესი, თუ რატომ ვართ ჩვენ დაინტერესებულნი. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ კულტუტული მემკვიდრეობა 1797589_10201249531714933_2186773637356488460_nარის ის ღირებულება, რომლის დაცვაც ევალება თითოეულ მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, თუ ვსაუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობაზე მისი მიმღები, მისით დაინტერესებული პირი, სამართლებრივი ინტერესის მქონე პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, თუ საწინააღმდეგო განმარტებას დავუჭერთ მხარს, როგორც ეს საკითხი მთავრობამ განმარტა, მაშინ ძალიან საშიში ტენდენციის და პრაქტიკის  დამკვიდრებას  შევუწყობთ ხელს. კერძოდ იმ პრაქტიკის, როდესაც რომელიმე კულტურულ ობიექტს მიადგება რაიმე ზიანი და მთავრობა უუნარო იქნება ამ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით, მაშინ არცერთ მოქალაქეს არ ექნება სამართლებრივი მექანიზმი, რომ მასზე იდაოს. ამან რასაკვირველია ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში გავასაჩივროთ მთავრობის გადაწყვეტილება, თუმცა ცუდია ის, რომ მანამ სანამ სასამართლო განიხილავს ამ საკითხს შეიძლება დაინგრეს ეს ძეგლი. ჩვენ მოვიგებთ, თუ არა სასამართლოში ამას ნაკლები მნიშვნელობა ექნება, რადგან ჩვენი ინტერესი ცხადია არის ის, რომ სარჩელის შეტანით გადავარჩინოთ ეს ობიექტი. თუ ობიექტი აღარ იარსებებს, მაშინ ფორმალურად გადაწყვეტილებაში რა ჩაიწერება მე ნაკლებად მაინტერესებს“.

10255000_10201249545115268_4919398826057133373_nანა საღინაძე – საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი:„აქციის დასაწყისიდან დღემდე ჩვენი მოთხოვნებია, რომ შეწყდეს ყველანაირი მძიმე ტექნიკის მუშაობა საყდრისის ბორცვთან. რამდენიმე დღის წინ დაიწყეს ხეების მოჭრა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის კულტურულ ფენას. უნდა შეწყდეს ყოველგვარი უხეში შეხება საყდრისის ბორცვზე. ჩვენი მოთხოვნაა საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანა, რომლებიც შემოგვთავაზა გერმანიის სახელმწიფომ და თვითონ აფინანსებს. ესენი არიან: ინგლისელი, ფრანგი, ესპანელი, ბულგარელი და ავსტრიელი ექსპერტები, რომელთა დასკვნა იქნება ისეთი, რომ ვერავინ მასში ეჭვს ვერ შეიტანს. ყველა დონეზე მოიხსნება ყოველგვარი ეჭვი. რასაკვირველია ჩვენს კომიტეტს არავითარი ეჭვი არ აქვს, მაგრამ საუბარია მეორე მხარეზე. დღევანდელი მოთხოვნა კი არის ის, რომ ჩამოყვანილმა ექსპერტებმა მიიღონ მონაწილეობა კონფერენციაში და უპასუხონ საზოგადოების კითხვებს და გავიგოთ რა შთაბეჭდილებებით მიდიან აქედან. აგრეთვე ვითხოვთ, რომ პროცესები იყოს გამჭვირვალე“.

10252081_10200977844606928_1784126504170295886_n

დავით გულბანი – საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი:  “საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი: “დღეს ჩვენ მოვითხოვთ, რომ შესრულდეს ის 3 მოთხოვნა, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ: გამჭვირვალედ შესრულდეს სამუშაოები, ობიექტის შესწავლა და საერთაშორისო დონის 

ექსპერტების ჩამოყვანა. პრაქტიკულად არცერთი მოთხოვნა არ სრულდება. გარდა ამისა, კიდევ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ დღეს გაძლიერებულად აპირებდნენ შესვლას და საყდრისის ნგრევის პროცესის გაგრძელებას, რასაც სამწუხაროდ ორი კვირის განმავლობაში ჩვენი თვალით ვუყურებდით, როგორ ჩამოაცალეს კულტურული ფენა ერთი ნაწილიდან, აპირებდნენ მეორე ნაწილის დაწყებას, იმიტომ რომ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ მძიმე ტექნიკა შესულიყო.ამიტომაც ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომ ჩვენი მოთხოვნები შესრულებულ იქნას, ჩვენ არაფერს შეუძლებელს არ ვითხოვთ. აქ არის ის მოთხოვნა, რომ გამჭვირვალედ იქნას პროცესი. ჩამოყვანილია ორი ექსპერტი, ჩვენ მათ კომპეტენციაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ნდობას ნაკლებად იმსახურებს, რადგანაც პროცესები გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ 

10268567_10201249532154944_7229164537412167418_nსაზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ეს ინფორმაცია. დაიდოს რეალური დასკვნა, დასკვნა პრინციპში დევს, რომ ეს არის უძველესი მაღარო, მაგრამ ვთხოვთ, რომ საზოგადოების ფართო წრისთვის გახდეს მისაწვდომი ეს ინფორმაცია. საყდრისი გერმანელი ექსპერტების მიერ უკვე დამტკიცებულია, რომ არის უძველესი მაღარო. ეს ყოველივე დადასტურებული არის, უბრალოდ ქართველებისთვის არის დასამტკიცებელი, რაც სამწუხაროდ სამარცხვინოა, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს ამას, როგორც უძველეს ოქროს მაღაროს და ჩვენ ვაპირებთ, რომ დავანგრიოთ რაღაც ერთჯერადი მოგებისთვის, ამიტომ ვითხოვთ, რომ ის სამი მოთხოვნა შესრულდეს და ჩამოსულმა ექსპერტებმა გამჭვირვალედ ჩაატარონ ეს პროცესი”.

გიორგი ჩუბინიძე

10.05.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In