პროკურატურამ გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
“2014 წლის 10 მაისს, ტელეკომპანია “რუსთავის 2″-ის ღამის ეთერით გამოქვეყნებული კერძო საუბრების ჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
11.05.14