დონეცკის ოლქში სეპარატისტებმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” იუწყება.
დონეცკელ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის რომან ლიაგინის განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 89,07%-მა მხარი დაუჭირა ე.წ. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკას, წინააღმდეგი იყო 10,19%, ბიულეტენების 0,74% კი გაუქმებულად გამოცხადდა.
ამასთან, რომან ლიაგინის თქმით, ე.წ. რეფერენდუმის შედეგები საბოლოოა. მისივე თქმით, დონეცკის ოლქში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ლუგანსკის ოლქში გამართული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გუშინ, ლუგანსკში და დონეცკის ოლქში რეგიონის სტატუსის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა.
12.05.14