mtseraktasakhliსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მწერალთა სახლის რეაბილიტაციის რამდენიმე ეტაპიან პროექტზე მუშაობა დაიწყო.
როგორც “თბილისი თაიმს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, უწყება ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული სამუშაოების კოორდინაციას.

სამინისტროს ინფორმაციით, სოლოლაკში, გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტით ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი XX საუკუნის დასაწყისში აიგო. მოდერნიზმის სტილში გადაწყვეტილი შენობა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია.

“დავით სარაჯიშვილის სურვილი იყო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ქალაქის თვითმმართველობისათვის გადაეცათ, სადაც სამხატვრო გალერეას ან ხელოვნების მუზეუმს მოაწყობდნენ. 1916 წლიდან სასახლეში ცნობილი კომერსანტი აკაკი ხოშტარია ცხოვრობდა.
1921 წლის 28 თებერვლის დადგენილებით ეს უნიკალური შენობა ქართველ მწერლებსა და ხელოვნების მუშაკებს გადაეცათ. მოგვიანებით ამ შენობაში “მწერალთა კავშირი” განთავსდა. “მწერალთა კავშირი” XX საუკუნის საქართველოს ისტორიის დრამატული მოვლენების ეპიცენტრი იყო და დღემდე უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრს წარმოადგენს”,-ნათქვმია სამინისტროს ინფორმაციაში.
14.05.14

Please follow and like us: