ნაყინი ცხელი ზაფხულის განუყოფელი კომპონენტია, ”თბილისი თაიმსის” მორიგი ბლიც გამოკითხვა სწორედ ნაყინის ბაზარს ეხება.
გამოიკითხა ნაყინის მწარმოებელი 6 კომპანია, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალი ფასი ნაყინზე არის 29 თეთრი, მაქსიმალური კი 30 ლარი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართული წარმოების ნაყინი სხვა ქვეყნის ბაზარზე ამ ეტაპზე არ გადის. კომპანიები ნედლეულის გაძვირებაზე საუბრობენ და მიმდინარე სეზომზე ნაყინის ფასებს პროგნოზირებენ. ბლიც-გამოკითხვის შედეგები კი ასე გამოიყირება:
ბარამბო: ”ჩვენ ფართო ასორტიმენტს ვთავაზობთ მომხმარებელს, მინიმალური ფასი ბარამბოს ნაყინზე არის 40 თეთრი (საბავშვო ხაზი), ჭიქის ნაყინის ღირებულებაა 50 თეთრი, ესკიმო- 60 თეთრი, ხოლო მაქსიმალური ფასი არის საოჯახო ნაყინზე და შეადგენს 6 ლარს. მიმდინარე სეზონზე ფასების ზრდა ან კლება არ იგეგმება. ბარამბოს აქვს ნაყინის ახალი ხაზი -popi, ეს ხაზი შექმნილია სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, პოპის ჭიქის ნაყინი და ესკიმო 50 თეთრი ღირს. წინასწარ ვერ ვსაზღვრავთ თუ რა რაოდენობის ნაყინი გაიყიდება სეზონზე, რადგანა ეს ყველაფერი დამოკიდებულია სეზონსა და ამინდებზე. რეალურად ჩვენ საქართველოში კონკურენტი არ გვყავს, რადგანაც ბაზრის 50 %-იანი წილი გვიჭირავს. ბარამბოს ნაყინი საზღვარგარეთ არ გადის. კომპანია ბარამბოს ადევს ყადაღა, მოქმედებს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, შესაბამისად ვერ ვვითარდებით. ამ სეზონზე მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ველოდებით, რადგანაც სასამართლო ჯერ არ გამართულა, ბოლო პერიოდის განმავლობასი რამდენჯერმე გადაიდო.”
თოლია: ”თოლიას ნაყინზე მინიმალური ფასი არის 50 თეთრი და იზრდება 20 ლარამდე, ამ სეზონზე მითითებული ფასები შენარჩუნდება. თოლია წელს ახალი ბრენდის გამოშვებას არ გეგმავს. ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, თუმცა იმპორტირებული ნაყინი ადგილობრივი წარმოების ნაყინს მაინც ვერ უწევს კონკურენციას. თოლიას ნაყინი სხვა ქვეყნის ბაზარზე ჯერჯერობით არ გადის. ახალი ხელისუფლების პორობებში ჩვენთვის გარემო ბიზნესის კეთების კუთხით არ შეცვლილა, არც წინა ხელისუფლება გვიშლიდა ხელს ბიზნესის კეთებაში და არც ახლანდელი. გაყიდვები შარშანაც და წელსაც კარგია, სტაბილურია და ამ სეზონზეც იგივე მოლოდინები გვაქვს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წილს ვფლობთ საქართველოს ნაყინის ბაზარზეკონფიდენციალურია. ”
ნიკორა: ” 2006 წელს ნაყინი გამოეყო ”ნიკორას” ბრენდს და ”პალომას” სახელწოდებით ცალკე დაიწყო არსებობა, ნაყინის მინიმალური ფასი არის 50 თეთრი (ჭიის ნაყინი) ხოლო მაქსიმალური 5 ლარი და 50 თეთრი მაღალი ხარისხის პლომბირი. ამ სეზონზე ფასების ზრდა ან კლება არ იგეგმება. ნიკორა ახალი ბრენდის გამოშვებას არ გეგმავს, თუმცა ბრენდ ”პალომას” ქვეშ იგეგმება ნაყინის ახალი სახეობების წარმოება, როგორიცაა სტრაჩატელა ალუბლის ჯემითა და მიწისთხილით. თუ რა რაოდენობის ნაყინის რეალიზებას შევძლებთ ამ სეზონზე დამოკიდებულია ამინდებზე. იმპორტირებული ნაყინი რაღაც დონეზე უწევს კონკურენცია ადგილობრივი წარმოების ნაყინს, თუმცა ფასის გამო მათი შედარება არ შეიძლება, იმპორტირებულ ნაყინს ძალიან მაღალი ფასი აქვს, ამიტომ ის სულ სხვა სეგმენტში მოიაზრება. ჩვენი წარმოების ნაყინი არ გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით არ შეცვლილა, თუმცა ლარის კურსის დავარდნამ გამოიწვია ნაყინის თვითღირებულების ზრდა, რადგანაც ნედლეული რითიც ნაყინს ვამზადებთ შემოგვაქვს სხვა ქვეყნიდან, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ძველ ფასს.
ლიდერი: ” ჩვენ ბაზარს ნაყინს ვაწვდით 29 თეთრად, ეს არის ჭიქის ნაყინის მინიმალური ღირებულება, ხოლო მაქსიმალური კი წონის ნაყინზეა და 5 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს ფასების ზრდას ან კლებას არ ვგეგმავთ. ბაზარზე 8 აპრილიდან გამოვიდა ჩვენი ახალი ბრენდი ” ბამბინი”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამ სეზონზე სხვა სიახლეს არ ვგეგმავთ. ჯერ ზუსტად არ ვიცით თუ, რა რაოდენობის ნაყინს გამოვუშვებთ ამ სეზონზე, რადგან ეს დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნაზე. იმპორტირებული ნაყინი დიდი კონკურენციას ვერ გვიწევს, ბაზარზე მთავარი კონკურენტები მაინც ადგილობრივი ბრენდებია. გიგანტ კომპანიებს ვერ შევეჯიბრებით, ჩვენი მთავარი კონკურენტი კი გურჯაანის ნაყინია. ახალი ხელსუფლებისპირობებში მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა.”
გურჯაანის ნაყინი: „ჩვენ ვაწარმოებთ ოცი დასახელების ნაყინს, მინიმალური ფასი, რასაც ბაზარს ვაწვდით არის 35 თეთრი ჭიქის ნაყინზე, შემდეგ უკვე მაღაზიები ადებენ მათ ფასს. ბაზარზე ნედლეული ძალიან გაძვირდა, მაგრამ ვცდილობთ მიმდინარე წელს ეს ფასები შევინარჩუნოთ. წელს ახალი ბრენდის გამოშვებას არ ვგეგმავთ, თუმცა იგეგმება ბრენდის ქვეშ სიახლეები, რომელსაც მალე გავაცნობთ საზოგადოებას. რეალიზაცია დამოკიდებულია ამინდსა და ბაზრის მოთხოვნაზე. წინა წელს იმპორტირებული ნაყინი სერიოზულ კონკურენციას უწევდა ადგილობრივი წარმოების ნაყინს, წელს კი სხვა ქვეყნებიდან ძალიან ცოტა რაოდენობის ნაყინი შემოდის. არც ერთი ქართული ნაყინის ექსპორტირება არ ხდება, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ გურჯაანის ნაყინი სხვა ქვეყნებში გავიტანოთ, ვფიქრობ, უცხოელ მომხმარებელსაც დავაინტერესებთ და მოთხოვნაც წამოვა, თუმცა საამისოდ ხელშეწყობა არ არის. ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნეს გარემო გაუმჯობესდა და გაყიდვებიც გაიზარდა. ჩვენ საქართველოს ნაყინის ბაზრის 20 %-იან წილს ვფლობთ.”
უკრაინული პროდუქცია: „ჩვენი პროდუქცია არის უკრაინიდან იმპორტირებული, მინიმალური ფასი არის 40 თეთრი ჭიქის ნაყინზე, ხოლო მაქსიმალური კი 30 ლარი, ამ სეზონზე მითითებული ფასების კლებას ვვარაუდობთ. ჩვენ ყოველ წელს ვთავაზობთ სიახლეს ჩვენს მომხმარებელს, წელს ახალი ბრენდის გამოშვება არ იგეგმება, თუმცა ახალი დასახელების ნაყინის გამოშვებას ნამდვილად ვგეგმავთ. წინასწარ არ არის განსაზღვრული თუ რა რაოდენობის ნაყინის რეალიზაციას შევძლებთ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამინდებსა და მოთხოვნაზე. ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო და გაყიდვები გაუმჯობესდა. ჩვენ საქართელოს ნაყინის ბაზარზე პატარა წილი გვიჭირავს, ვერ შევეჭიდებით ისეთ გიგიანტ კომპანიას, როგორიცაა ბარამბო, თუმცა ვთვლი, რომ გვაქვს გამორჩეული და ექსკლუზიური ნიშა ბაზარზე. ”
16.05.14
ნინა პირტახია