სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ წუთში დაახლოებით, 800 ათასი ადამიანი სარგებლობს საჰაერო მიმოსვლით, მაშინ ძნელად წარმოსადგენი არ იქნება ის, თუ რამდენ მგზავრს ემსახურება 24 საათის განმავლობაში ერთი აეროპორტი. მკვლევარების დამტკიცებულია,რომ ხშირად მგზავრები დასასვენებელ თუ საქმიან ვიზიტებს იმ ქალაქებში აწყობენ, სადაც კარგი აეროპორტებია, კარგში კი კომფორტთან ერთად იგულისხმება მათი არქიტექტურული მნიშვნელობა და გამორჩეულობა – სხვა აეროპორტებისგან.
ასე, რომ აეროპორტები თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნებისა თუ ქალაქების ნამდვილ სავიზიტო ბარეთებს წარმოადგენენ.
BBC–ის ჟურნალისტმა, ჯონათან გლანსეიმ მსოფლიოს ათი ყველაზე ლამაზი და კომფორტული აეროპორტების სია შემოგვთავაზა. ამ სიაში მერვე ადგილი ქართულმა აეროპორტმაც დაიკავა.
ჰონ კონგის საერთაშორისო აეროპორტი, ტერმინალ 1 აშენდა 1997 წელს, ის გავს გიგანტურ ხოლამდს, რომელსაც ამშვენებს ფოლადისა და მინის სახურავი. მან მსოფლიო აეროპორტების სიაში პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე ადგილი ეკუთვნის ელ ბერისოს საერთაშორისო აეროპორტს ურუგვაიში. ეს აეროპორტი ცნობილია, როგორც „კარასკო“. აეროპორტი არამხოლოდ თავისი დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით, არამედ ხარისხის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა. იგი გაიხსნა 2009 წელს, ამერიკელი არქიტექტორის რაფაელ ვიონლის მიერ. აეროპორტი დაყოფილია ტერასებად, სადაც განთავსებულია მაღაზიები და რესტორნები.
ვენეციაში მდებარე ჯოვანი ნიცელის აეროპორტმა მესამე ადგილი დაიკავა თავისი პატარა და დახვეწილი დიზაინით, განსაკუთრებით შენობის შიგნით. ეს აეროპორტი ვენეციაში 1935 წელს დაარსეს. აეროპორტის შიგნით განთავსებულია როიალი, კედლები მოხატულია ფრესკებით. აეროპორტამდე მისასვლელი ყველანაირი გზა არსებობს,როგორც ფეხით ასევე ველოსიპედით და ნავითაც კი.
კალიფორნიული აეროპორტები მსოფლიოში ცნობილია თავისი არქიტექტურული დიზაინით, თუმცა „ლონგ ბიჩის“ აეროპორტი, რომელიც 1941 წელს დაარსდა მნახველებს დღემდე აკვირვებს. აეროპორტში განთავსებულია სხვადასხვა პავილიონები ღია ცის ქვეშ. მის შიგნით გვხვდება გემების, თვითმფრინავების და მფრინავების მოზაიკური გამოსახულებები .
ბარას აეროპორტი , რომელიც შოტლანდიაში მდებარეობს სთავაზობს მგზავრებს სანაპიროზე ასაფრენ ბილიკს. აეროპორტის დეკორაციები შეფასებულია, როგორც დიდებული და განსხვავებული, თუმცა ხშირად ამინდის შეუთავსებლობის გამო,როგორც პერსონალს ასევე მგზავრებს პრობლემები ექმნებათ.
კანსაის საერთაშორისო აეროპორტი,რომელიც ოსაკაში, იაპონიაში მდებარეობს მეექსე ადგილს იკავებს, თუმცა ის თავისი მშვენიერი დიზაინით, სხვა წინამორბედ აეროპორტებს ნამდვილად სჯობს. იგი 1995 წელს გაიხსნა და მიჩნეული იყო,როგორც უკიდურესად ამბიციური და მაღალბიუჯეტიანი პროექტი. იგი შექმნილია იმისთვის,რომ გაუძლოს მიწისძვრებს , როდესაც 1995 წლის იანვარში მოხდა მიწისძვრა კობეში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 კილომეტრის რადიუსში ,თითქმის ყველაფერი განადგურდა, კანსაი კი დაუზიანებელი იყო . 2001 წელს ამერიკის საინჟინრო საზოგადოებამ კანსაის აეროპრტი დაასახელა,როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა.
მეშვიდე ადგილი დაიკავა „კურჩევალეს“ აეროპორტმა,რომელიც მდებარეობს საფრანგეთში. იგი 1961 წელს გაიხსნა საფრანგეთი ალპური ზონის სათხილამურო კურორტზე. ამ აეროპორტში მხოლოდ განსაკუთრებულ პილოტებს იღებენ,რადგან ამინდის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ გამოცდილებს შეუძლით ამ აეროპორტიდან დაშვება. აეროპორტი გამოირჩევა განსაკუთრებულად ისტორიული დიზაინით, აეროპორტის კედლები მოგვითხრობს სხვადასხვა პილოტების ისტორიებს.
მერვე ადგილი დაიკავა თამარ მეფის სახელობის, მესტიის აეროპორტმა, რომელიც მდებარეობს სათხილამურო ქალაქ მესტიაში 1,500 მეტრზე კავკასიის მთებში. მესტია ეს ის ქალაქია,რომლის ეკლესიები და ციხეები შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. უცნაური არქიტექტურული დიზაინის მქონე აეროპორტი მსოფლიოში ცნობილია თავისი დიზაინითა და საინტერესო მოყვანილობით, რომელიც მისი დიზაინისთვის შეუფერებელ პირობებში დღემდე ემსახურება მგზავრებს. ეს აეროპორტი ატარებს საქართველის პირველი ქალი დედოფლის, თამარ მეფის სახელს, იგი გაიხსნა 2010 წლის 24 დეკემბერს . ვებ-გვერდ NOVATE–ის არქიტექტორებმა მსოფლიოს უჩვეულო აეროპორტების სიაში მესტიის აეროპორტიც შეიყვანეს და მას „პატარა ქართული სასწაული“ უწოდეს.
დამმამი ეს არის ნავთობით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი მთელს მსოფლიოში. ის მდებარეობს საუდის არაბეთში. დამმამის აეროპორტი კი განსაკუთრებულია იმით,რომ განთავსებულია უდაბნოში და იკავებს უზარმაზარ ჰექტარს. ის იაპონელი არქიტექტორების მიერ იქნა დაგეგმილი , მისი მშენებლობა დაიწყეს1976 წელს და აეროპორტი გახსნეს 1999 წელს. თვითმფრინავების გვერდით თქვენ შეხვდებით აქლემებსა და სხვადასხვა მოვაჭრეებს. მგზავრების აზრით, ეს აეროპოტი მსოფლიოშიი ყველაზე მშვიდი და კომფორტული ადგილია მათთვის დასვენება უნდა.
მეათე და ბოლო ადგილი დაიკავა ჰაჯი ტერმინალმა, რომელიც მეფე აბდულ აზიზის სახელს ატარებს. აეროპორტის დიზაინი წარმოადგენს მასიურ გიგანტურ კარვებს. იგი განსაკუთრებულია იმითაც,რომ ყოველწლიურად მექასკენ მიმავალ მილიონობით მუსლიმს მასპინძლობს და მათზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. დაახლოებით, 210 ფოლადის კარვის ქვეშ განლაგებულია კვების ობიექტები, მაღაზიები პატარა სასტუმროც კი, რომელიც ემსახურება სხვადასხვა მგზავრებს, რომელთაც მომდევნო რეისამდე რამდენიმე საათი დრო აქვთ. თუმცა, ვისაც სასტუმრო არ უნდა ემსახურება გიდი,რომელიც ათვალიერებინებს მგზავრებს მთელს აეროპორტს.
16.05.14
ნათია კეკენაძე