სახელმწიფო უწყებებში პრემიების სისტემა უნიფიცირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ , სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიების კომენტირებისას განუცხადა.
“პრემიებთან მიმართებაში უკვე დაწყებულია მუშაობა, მაგრამ არა ამ შემთხვევის გამო. ვმუშაობთ, რომ შემოღებულ იქნას უნიფიცირებული პრემიების სისტემა, სადაც ჩადებული იქნება ლოგიკა – მაქსიმალური ზედა ზღვარი. იმედი მაქვს, რომ ამ პროცედურას უკვე მალე მივიღებთ. ეს იქნება იმის ანალოგი, რაც იყო ადრე, ავტომანქანების შემთხვევაში”, – განაცხადა სერგეენკომ და იმედი გამოთქვა, რომ პრემიების გაცემის მოქმედი სისტემა მალე დასრულდება.
16.05.14