საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2013 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 187.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.6 მლნ აშშ დოლარით (8.2 მლნ ლარით), ანუ 4.3 %-ით მეტია 2012 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 94.4 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით პირველი სამეული ასე  გამოიყირება, პირველი ადგილი რუსეთის ფედერაციას უჭირავს, მეორე პოზიციაზეა საბერძნეთი და შემდეგ მოდის იტალია.

2013 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.3 მლნ აშშ დოლარი (18.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.4 მლნ აშშ დოლარის (13.9 მლნ ლარი) გასული წლის მარტში.

16.04.13

Please follow and like us: