10264489_833133850047671_7032623273068076994_n 16 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ კულტურის კომიტეტის ორგანიზებით მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც  ფოტოკონკურსის „ფოტოგრაფის თვალით დანახული კულტურული მემკვიდრეობა“ დასკვნითი ღონისძიება იყო და გამოვლინდნენ გამარჯვებულები . ფოტოებზე აღბეჭდილი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, რამდენიმე ღირსშესანიშნაობა. ფოტოკონკურსში გაიმარჯვა რომან თოლორდავამ, ხოლო ჟიურის რჩეული გახდა ვანიკო ჩარგაზიას მიერ აღბეჭდილი ალავერდის ტაძარი, ფოტოგრაფმა ბადრი ვადაჭკორიამ ის საკუთარი წიგნით დააჯილდოვა.

10331612_672553329447638_1199743672_n   ბადრი ვადაჭკორია – ფოტოგრაფი: ,,ჩვენ შევაფასეთ გამოფენა, რომელიც არის პირველი დავითიანნის ისტორიაში და რომლებშიც საქართველოა გამოსახული. ძალიან კარგი იდეა და ინიციატივაა. ყველას მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება მეტი იარეთ საქართველოში, რაც შეიძლება მეტად ლამაზი თვალით შეხედეთ საქართველოს. ცუდს ისედაც ყველა ხედავს, მაგრამ თქვენ ეცადეთ, რომ იყოთ მაქსიმალურად ობიექტურები და სილამაზის დამნახავები. უნდა დაინახო იმ კუთხით საიდანაც ყველაზე კარგად და ლამაზად ჩანს. ეს ჩვენი ქვეყანაა და ცუდის დამნახავები სხვებიც გვეყოფა“.

10361187_672553326114305_853893127_n

10346686_672553589447612_270642896_n   ვიკა ფილფანი – ,,დავითიანნის” კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის ხელმძღვანელი: ,,ჩვენი კომიტეტი მრავალ ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ კულტურულ მემკვიდრეობას ახალგაზრდებში პოპულარიზაცია გაუწიოს, სახვადასხვა პროექტებით, ექსპედიციებით, კონფერენციებით და ლექციებით, ვინაიდან დღეს ახალგაზრდა მოყვარულ ფოტოგრფთა რიცხვი საკმაოდ დიდია გადავწყვიტეთ კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესი ამ სეგმენტშიც შეგვეტანა, ცდამ გაამართლა და საკმაოდ დიდი რაოდენობით ფოტო შემოვიდა, რამდენიმე ფოტოგრაფმა აღნიშნა კიდეც, რომ აქამდე არასდროს უფიქრია ძეგლის გადაღებაზე. გამოფენა საბოლოო ჯამში თვალსაჩინო და საინტერესო გამოვიდა, შედეგით კმაყოფილი ვარ . ზუსტად ვერ გეტყვით თუმცა შესაძლოა პროექტი გაგრძელდეს იმავე ჟანრში უკვე კონკრეტული თემატიკით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჟიურს, ბნ. ბადრი ვადაჭკორიას, თითოეულ ფოტოგრაფს, იქ დამსწრე საზოგადოებას”.

10346210_833177426709980_2996462933126296768_n

f   ვანიკო ჩარგაზია  – ფოტოკონკურსში ჟიურის რჩეული: ,,ძალიან გამიკვირდა გამარჯვება. ეს ჩემი პირველი წარმატებაა და ძალიან კარგი საჩუქარიც გადმომცეს. ფოტო, როდის მქონდა გაგზავნილი აღარ მახსოვდა და მოულოდნელი იყო. ფოტო გადავიღე ახმეტაში, ეს არის ალავერდი ოქტომბერში. საღამოს პირი იყო და მზის ჩასვლა დაემთხვა. ფოტოგრაფიით ძალიან ვარ დაინტერესებული, ამჟამად აბიტურიენტი ვარ და ხშირად ვერ ვახერხებ გადაღებას, თუმცა ძალიან მიყვარს ეს საქმე“.

17.05.14.

გიორგი ჩუბინიძე

Please follow and like us: