1 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბიალშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, “ბოლო სამ-ოთხ დღეში, სასჯელაღსრულების სამი დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელების დაკავება მოვახდინეთ“.

„აყვანილები არიან ქსნის მე-15 დაწესებულების ყოფილი დირექტორი თოლორდავა და ორი მაღალი რანგის თანამშრომელი, ასევე რუსთავის მეექვსე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ცხვედიანი და მისი მოადგილე და ქუთაისის მეორე დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი ჯიჭონაია. მათ ბრალად ედებათ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ცემა და წამება”, – განაცხადა კბილაშვილმა.

არჩილ კბილაშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება გამყარებული იყო პატიმართა ჩვენებზე და საექსპერტო დაკსვნებით.

მთავარი პროკურორის განცხადებით, აღნიშნული პირების დაკავება განხორციელდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საფუძველზე.

16.04.13

Please follow and like us: