დღესდღეობით, ფოტოგრაფია საქართველოში ერთ–ერთი მიმზიდველი პროფესიაა, მისი პროფესიონალურ დონეზე დაუფლება ბევრის სურვილს წარმოადგენს, ზოგი მის შესწავლას ადრეული ასაკიდანვე იწყებს და განვითარების სხვადასხვა ეტაპებს გადის. თუმცა, ჩვენი რესპოდენტისთვის ფოტოგრაფობა ნამდვილად არ წარმოადგენდა ცხოვრებისეულ მიზანს, მისი სურვილი ეკონომისტობა იყო, თუმცა ცხოვრების გზამ ის ჯერ ქიმია–ბიოლოგიის ფაკულტეტზე მოახვედრა და შემდგომ ფოტოგრაფიასთან მიიყვანა.

მაია ტოჩილაშვილი თვითნასწავლი ფოტოგრაფია, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო კონკურსაა თუ ფესტივალში. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულია და ამბობს, რომ დღეს მისი ცხოვრება ფოტოკამერის გარეშე წარმოუდგენელია.

მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი პიროვნების შესახებ?

დავიბადე თბილისში, დავამთავრე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  ქიმიური და ბიოლოგიური ფაკულტეტი. სანამ, ფოტოების გადაღებით დავკავდებოდი, ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში გრაფიკოს-დიზაინერად. ბავშვობიდან მიყვარდა ფოტოების გადაღება. თავდაპირველად  ეს მხოლოდ ჰობი იყო.  რაც შეეხება პიროვნებას, ვარ აქტიური, მიზანდასახული, კომუნიკაბელური.  ვცდილობ  ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს, რის საშუალებასაც სწორედ ფოტოგრაფია მაძლევს.

unnamed (6) რითია საინტერესო ფოტოგრაფია, რამ განაპირობა ამ პროფესიით თქვენი დაინტერესება?

ჩემთვის ფოტოგრაფია განსხვავებული სამყაროა. სამყარო, სადაც შესაძლებელია შეჩერებული წამი საუკუნეების მანძილზე შემოუნახო მომავალ თაობებს.  მიყვარს მოგზაურობა, ამ დროს საშუალება მაქვს ის, რასაც მე ვხედავ გადავიღო და ვაჩვენო სხვას ჩემი თვალით დანახული პეიზაჟი, პორტრეტი ან თუნდაც, დოკუმენტური მასალა.  ჩემი მიზნები წარსულში ფოტოგრაფიასთან არ ყოფილა დაკავშირებული, ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა,  მოსწონდათ სხვებს, შემდგომ ფესტივალებსა და კონკურსებში საუკეთესო ფოტოების რიგებს იკავებდა ჩემი ფოტოები და ყოველივე ამის შემდეგ, დღეს ჩემი თავი მის გარეშე წარმოუდგენლად მეჩვენება.

 რა თვისებაა აუცილებელი ფოტოგრაფისთვის წარმატებული რომ გახდეს?

პირველ რიგში უნდა უყვარდეს ის, რასაც აკეთებს. ძალიან ბევრი შრომაა საჭირო წარმატების მისაღწევად. ფოტოგრაფიაში  წარმატების უმთავრეს თვისებად ინდივიდუალიზმი მიმაჩნია. შენს ფოტოებში უნდა წარმოაჩინო საკუთარი თავი და შესთავაზო ის მნახველს.

ბოლო პერიოდში ფოტოგრაფიამ წინ წამოიწია და ბევრი ნიჭიერი, ახალგაზრდა ფოტოგრაფი ჩანს დღეს, რა არის  ის, რითაც განასხვავებს მნახველი თვქენს ფოტოებს სხვა ფოტოგრაფის გადაგებული ფოტოსგან?

ვცდილობ, რომ თითოეულ ფოტოში ჩანდეს ის რაც რეალურად არის, ანუ გადმოვცე კადრი ისე, როგორც სინამდვილეშია. რამდენიმე ისეთ კონკურსსა და ფესტივალში, როგორებიც არის „ქოლგა თბილისი ფოტო“, „ფან არტი“ და ა.შ ჩემი ფოტოები საუკეთესო ფოტოების რიგებში შევიდა, ასევე ბელარუსში გაიგზავნა კონკურსის წესით შერჩეული 5 ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევარი, მათ შორის ჩემი. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულოა  და მიხარია, რომ მნახველს მოსწონს ის, რაშიც მთელ სულსა და გულს ვდებ.

unnamed (4)ვისაუბროთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ,  ძირითადად რას იღებ, რა თემაზე მუშაობ, რატომ არის თქვენთვის კომფორტული, რომელიღაც კონკრეტულ თემაზე მუშაობა?

ძირითადად დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე ვმუშაობ, მომწონს ეს თემა, ვცდილობ ზუსტად და რეალურად გადმოვცე ადამიანების ხასიათი, ემოცია და ისტორია. საერთოდ, დოკუმენტური ფოტოგრაფია ძალიან საინტერესოა, უფრო სიღრმისეულად ეცნობი გარემოს.  გადაღებულ ფოტოებს, რამდენიმე ხნის განმავლობაში არ ვნახულობ, რაღაც დროის შემდეგ უფრო უკეთ ვხვდები ზუსტად, რომელი ფოტო მჭირდება. როგორც გითხარით, მიყვარს მრავალფეროვნება და სწორედ ამ პაუზის დროს ვიღებ პეიზაჟებს, პორტრეტებს, მოდის სფეროს წარმომადგენლებს, ვმუშაობ სხვადასხვა კერძო შეკვეთებზე. რამდენიმე თვის წინ ვიყავი რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის – “სიმინდის კუნძულის ” გადაღებებზე, უახლოეს დღეებში ვიწყებთ პოსტერის ფოტოზე მუშაობას.

რა სირთულეებია ხლავას კარგი ფოტოს გადაღებას თუ შექმნას  და ხართ თუ არა მაქსიმალისტი ფოტოგრაფი, ფოტოს მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებ?

ჩემი აზრით, ფოტოს გადაღებაზე მეტად რთული, მისი ამორჩევაა. იღებ რამდენიმე ათეულ კადრს და იქიდან უნდა ამოარჩიო მხოლოდ ერთი ან ორი.  ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროცესია.

unnamed (3)როგორ ფიქრობ, საქართველოში ფოტოგრაფია განვითარების რა ეტაპზეა. არიან თუ არა პროფესიონალი ფოტოგრაფები საქართველოში?

ის ფაქტი, რომ ფოტოგრაფიის მიმართ დაინტერესება დიდია ძალიან სასიხარულოა, ბევრი ცდილობს ფოტოს გადაღებას, გადაღების პროცესის შესწავლას. მათ შორის მეც და  მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ამისთვის არ ვზოგავ თავს, მაქსიმალურად ვიხარჯები იმ საქმისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს. რაც შეეხება პროფესიონალებს, რა თქმა უნდა გვყვავს პროფესიონალები, რომელთა ფოტოებიც მე პირადად, ძალიან მომწონს და  ყოველთვის ვითვალისწინებ მათ რჩევებს.

რამდენად მომგებიანია ფოტოგრაფია საქართველოში ?

ცოტა რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, აქვს შემოსავალი ამ საქმიანობას, თუმცა არა ისე, როგორც მაგალითად საზღვარგარეთ. ანაზღაურება იქ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში.

unnamed (5)როგორ ფიქრობთ, ფოტოგრაფიის მთავარი დანიშნულება დოკუმენტური მასალის შექმნაა თუ ხელოვნების ნიმუშის?

ფოტოგრაფიის მთავარი დანიშნულება არის გამოსახულების ზუსტად გადმოცემა. შეიძლება  შექმნა დოკუმენტური მასალა  ან უბრალოდ გადაიღო პორტრეტი, მაგრამ ფოტო იმდენად სახასიათო, საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდეს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელოვნების ნიმუშად ჩაითვალოს. აი, თუნდაც სტივ მაქქარის ფოტო – ავღანელი გოგონა შარბათ გულა. მას ვერ წარმოედგინა, რომ  მისი ფოტო ასეთ მნიშვნელობას შეიძენდა და  სხვა პორტრეტებისგან არც გამოარჩევდა, თუმცა დღეს ეს ფოტო შედევრია.

მიზანი, რასაც აუცილებლად მიაღწევთ?

დიდი სურვილი მაქვს აზიური ქვეყნების გადაღების, ძალიან კარგი და მრავალფეროვანი მასალაა ფოტოგრაფისთვის.

unnamed (2)თქვენ თბილისის მოდის კვირეულზე იყავით  აკრედიტირებული ფოტოგრაფი, რამდენად  კომფორტული და სასიამოვნო იყო თქვენთვის ეს სამუშაო?

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო ის ფაქტი როდესაც მომცეს აკრედიტაცია თბილისის მოდის კვირეულზე. ამით მე საშუალება მომეცა მემუშავა ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან. რა თქმა  უნდა ეს  იყო დიდი პასუხისმგებლობა, რამაც მე კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შემძინა, ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი  ორგანიზატორებს. ძალიან კომფორტული და ზრაპრული  გარემო იყო შემქნილი, რაც გადაღებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა .

როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

ამჟამად ვმუშაობ დოკუმენტურ მასალაზე და დასრულების შემდეგ მაქვს სურვილი გავაკეთო ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა.

19.05.14

ნათია კეკენაძე

Please follow and like us: