მთავარ  პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უწყებასი რამოდენიმე საქმეა სადაც რონალდ ახალაია ფიგურირებს.

“ჩვენს უწყებაში რამდენიმე საქმე არის, სადაც როლანდ ახალაიას პიროვნება ფიგურირებს, მაგრამ ვიცით, რომ ისაა პარლამენტის წევრი და სარგებლობს იმუნიტეტით. ასე, რომ დაწყებული რამდენიმე საქმე არის გაჩერებული სწორედ მისი იმუნიტეტის გამო”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისი განმარტებით, არსებობს მექანიზმი, რომლითაც პარლამენტის წევრს შესაძლოა აღნიშნული იმუნიტეტი შეუწყდეს და მისი გამოყენების პრეროგატივა იუსტიციის მინისტრს აქვს, თუმცა თეა წულუკიანს აღნიშნულით ჯერ არ უსარგებლია.

“რა თქმა უნდა, პარლამენტის წევრის იმუნიტეტთან დაკავშირებით არის მექანიზმი, როგორიცაა პარლამენტისთვის მიმართვა იმუნიტეტის მოხსნის და დევნის დაწყების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ამ უფლებით არ გვისარგებლია. ეს არის იუსტიციის მინისტრის უფლება და ის შეუძლია გამოიყენოს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე”, – აღნიშნა კბილაშვილმა

16.04.13

Please follow and like us: