ამინდის გაუარესების გამო, წუხელ კომპანია “თელასის” ელექტროსადენი დაზიანდა. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა დიდი დიღმის დასახლების, ჩუღურეთის რაიონის და დაბა წყნეთის მოსახლეობის ნაწილს.
დილის 11:00 საათისთვის დიდი დიღმის მოსახლეობას ენერგომომარაგება აღუდგა. აგრეთვე ელექტროენერგია უკვე მიეწოდება ჩუღურეთის რაიონის და დაბა წყნეთის უმეტეს ნაწილს. ამ რაიონებში ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება და სავარაუდოდ 15:00 საათისთვის დასრულდება.
სს “თელასი” ბოდიშს უხდის მოსახლეობას და სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
20.05.14