დათა ახალაიას საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დათა ახალაია ბრალდებულია ერთ-ერთ სისხლის სამართლის დანაშაულში პოლიციელ აზარაშვილის საქმეზე.

როგორც მთავარმა პროკურორმა განმარტა, პროკურატურა დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებას გაეცნო, თუმცა მასში დასახელებული ფაქტების შესასწავლად საჭიროა დაზუსტებით იმის ცოდნა, რომ განცხადება ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის.

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ციხის სკანდალური კადრების საზღვარგარეთ გატანა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული არ არის.

16.04.13

Please follow and like us: