ნასამართლობის მოხსნაზე სასამართლოსგან უარის მიღების შემთხვევაში და პირს შუამდგომლობის ხელახლა დაყენება ნაცვლად ექვსი თვისა სამი თვის შემდეგ შეეძლება, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს.
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატანი აღნისნული ცვლილებების პროექტით პარლამენტს დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მიმართა.
“საქართველოში 2003 წლიდან გახორციელებულმა “ნულოვანი ტოლერანტობის” სისხლის სამართლის პოლიტიკამ პატიმართა და ნასამართლევი მოქალაქეების ზრდა გამოიწვია. 1-ელ ოქტომბრის შემდეგ პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონი მიიღო, ასევე იცვლება სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი. აღნიშნული ღონისძიებები იმ მიზნით ხორციელდება, რომ მოსახლეობამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა. პირის ნასამართლეობა კი ის დამაბრკოლებელი გარემოებაა, რაც მოქალაქეთა დასაქმებაში ხშირ შემთხვევაში შეფერხებებს იწვევს. გამომდინარე აქედან, საჭიროა ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივება, რათა ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილ ნასამართლევ პირებს საშუალება მიეცეთ თავისუფლად ჩაებან ყოვედღიურ საქმიანობაში, არჩინონ ოჯახები და გადაიხადონ გადასახადები”, – განმარტავს ინიციატივის ავტორი.
16.04.13