3 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
3 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
3 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
3 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
3 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით,  23 აპრილს სასტუმრო “რედისონში” საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.

მაათივე ცნობით, ღონისძიებას 40-მდე ჩინური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

“ისინი გაეცნობიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. ფორუმში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო”, – აცხადებენ სააგენტოში.

ფორუმის ორგანიზატორები არიან ჩინეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და საპარტნიორო ფონდი.

ჩინეთის ბიზნესდელეგაციის წევრები წარმოდგენილნი არიან ისეთი სექტორებიდან როგორიცაა წარმოება, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა და ა.შ.
ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს ორმხრივ შეხვედრებს ქართული და ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.

16.04.13

Please follow and like us: