5 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
6 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
6 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
6 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
9 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

unnamed (6)საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი ბულგარეთის ელჩს საქართველოში, პლამენ ბონჩევეს შეხვდა.

აღნიშნულ შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს გადასცა მისი ბულგარელი კოლეგის მიერ გამოგზავნილი წერილი და მემორანდუმის პროექტი, რომელიც მთელ რიგ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც საქართველო ივნისში აწერს ხელს, ევროკავშირის ქვეყნების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის სხვადახვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. მემორანდუმი, რომლის პროექტიც ელგუჯა ხოკრიშვილს გადაეცა, ამ თვალსაზრისით გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.

გარდა ამისა, ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, პლამენ ბონჩევმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრს გააცნო ის პროექტები, რომლის განხორციელებაც ბულგარულმა მხარემ საქართველოში უკვე დაიწყო. ეს პროექტები, ძირითადად, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად ხორციელდება.

თავის მხრივ, ელგუჯა ხოკრიშვილმა ბულგარეთის ელჩს, მისი ქვეყნის კეთილგანწყობისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და თავისი კოლეგა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა.

22.05.14

Please follow and like us: