ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორ რადოსლავ დუდოლენსკისთან შეხვედრა გამართა და რეგიონების გამრიცხველიანების გეგმა განიხილა.
კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინდივიდუალურ მრიცხველს 50 ათასს აბონენტს დაუმონტაჟებს, გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურ ფაზაში 1 მაისიდან შევა.
შემდგომი ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 140 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება, აცხადებენ სამინისტროში.
23.04.13