“საქართველოს ბანკი” ინკასაციის სამსახურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბანკი განცხადებაში ამ სამსახურის დაცვის პოლიციისთვის გადაცემას უსაფრთხოების მეტი გარანტიით ხსნის.

“საქართველოს ბანკი გადადის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზებული სამსახური – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს, რომელმაც ეს სერვისი ერთი წლის წინ დააარსა. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ახალი მომსახურების ეფექტურობა და დავწმუნდით, რომ ის მკვეთრად აუმჯობესებს ბანკის უსაფრთხოებას. ამ რეორგანიზაციის გადაწყვეტილების შესახებ ინკასატორებს წინასწარ ეცნობათ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიური ბონუსის ჩათვლით, გათავისუფლებისას ასევე გადაუხდის კანონით დადგენილ კომპენსაციასაც. დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზება, გაევლოთ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით”, – განმარტავენ “საქართველოს ბანკში”.

“საქართველოს ბანკის” ინკასაციის სამსახურის დაახლოებით 80 თანამშრომელი დღეს დილიდან გაფიცულია.
23.04.13

Please follow and like us: