The Sunday Times-ის ინფორმაციით, ნატო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ჯარების განლაგების გეგმებზე მუშაობს, რაც პოსტ-ცივი ომისდროინდელ შეთანხმებას რუსეთთან წერტილს დაუსვამს.
გამოცემის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები აღნიშნულ გეგმებს მიმდინარე კვირას ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. შეხვედრაზე სექტემბრის სამიტის პროგრამა უნდა მომზადდეს.
The Sunday Times აღნიშნავს, რომ 1997 წელს ნატო-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ აქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ დასავლეთის სახელმწიფოები არ განალაგებენ მნიშვნელოვან შეიარაღებულ ძალებს ელბას აღმოსავლეთით. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ეს პირობა დაცული იყო, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ვითარება შეცვალა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გაჩნდა, როდესაც რუსეთმა ჩინეთისთვის ბუნებრივი აირის მიყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რაც აღქმულ იქნა, როგორც აბუჩად აგდება დასავლეთთან მიმართებაში, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.
27.05.14