პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეტრე პოროშენკოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები უკრაინასა უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოსთვის ძალიან ღირებულია ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებად იქცა. ჩვენს ქვეყნებს საერთო ინტერესები და მისწრაფებები აერთიანებს – საქართველოსა და უკრაინას აქვთ მტკიცე ნება, გააგრძელონ ევროინტეგრაციის პროცესი, რაც საბოლოოდ ჩვენს ქვეყნებს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. მჯერა, თქვენი ძალისხმევით უკრაინა დაძლევს ყველა სირთულეს და გააგრძელებს განვითარებას როგორც ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.
27.05.14