საქართველომ და ტოგოს რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიურიდა საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისოსამართლის პრონციპებს და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებშიხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის,სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობისპრინციპებით.

ტოგოს რესპუბლიკის მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ამ სახელმწიფოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან მუდმივმა წარმომადგენელმა კოჯო მენანმა, საქართველოსმხრიდან – საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმაწარმომადგენელმა კახა იმნაძემ.

ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთანსაქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოსა და ტოგოს რესპუბლიკას შორისდიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი წერილით ეცნობება გაეროსგენერალურ მდივანს ბან კი მუნს.

საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს 178 გაეროს წევრ-     სახელმწიფოსთან.

28.05.14

Please follow and like us: