საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის 27 ივნისს დაგეგმილ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში არაღიარების პოლიტიკის საკითხზე.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს გაეროში საქართველოს რეზოლუციას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ მიესალმა აშშ-სპრეზიდენტის განცხადებას, ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდგომქვეყანაში კონტინგენტის შენარჩუნების შესახებ. მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზაობა განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ამ უმნიშვნელოვანესოპერაციაში.
“საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო დასტური, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას, მის წამოწყებებს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”- აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდება.
29.05.14