საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ხვალ გაიმართება. როგორც “თბილისი თაიმსს” საპატრიარქოდან აცნობეს, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სადაც ეკლესიისთვის მნივნელოვან საკითხებს განიხილავენ. წელს სინოდის სხდომა პირველად იმართება.
ბოლო სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდა და, სხვა საკითხებთან ერთად, ახლად შექმნილ ეპარქიებში შვიდი ახალი ღვდელთმთავარი დაადგინა.
02.06.14