საქართველოს პრედიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დიდიე ბურკჰალტერს ერგნეთში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც საქართველო დგამს მტკიცე ნაბიჯებს ევროპული ოჯახის წევრად გახდომისას, ძალიან მნიშვნელოვანია შვეიცარიის პრეზიდენტის სტუმრობა. “მადლობა ჩემს კოლეგას იმ მედიაციის როლისთვის, რომელიც შვეიცარიამ იკისრა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოზიტიურად და მზარდი ურთიერთობის განვითარებისკენ არის მიმართული. ამას დაემატება ის ხელშეკრულება, რომელსაც მოეწერება ხელი ინვესტიცების დაცვის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო ეკონომიკურ თანამშროლობას. მადლობა ჩემს კოლეგას, რომ ის დღეს პირადად ესტუმრა ხელოვნურ საზღვარს და ხელოვნურ გამყოფ საზღვარს, რომელიც აშენებულია ჩვენსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის და პირადად გაესაუბრა იმ მოქალაქეებს, ვისი ცხოვრებაც უაღრესად შელახულია ამ უაღესად უხეში ჩარევით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სირთულეებს, რომელიც ამჟამად არის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. “როგორც ეუთო-ს თავმჯდომარეს ვესაუბრეთ იმ ახალ ფორმატებზე, რომლითაც ეუთო-ს მისია უნდა აღდგეს საქართველოში და ეს ფორმატები გამოყენებული უნდა იქნეს სწრაფად და ადამიანის უფლებები, უნდა იყოს დაცული. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ავითარებენ ჰუმანიტარულ პროექტებს. ასეთი პროექტი მოინახულა პრეზიდენტმა. მადლობა თანამშრომლობისთვის, რომელიც ვითარდება და მყარდება და იმედი გამოითქვა, რომ ის ფორმატი, რომელსაც საქართველო ახორციელებს ჟენევაში, ამასაც ექნება მომავალი. მადლობა მობრძანებისთვის და ამ რთულ მომენატებში ჩვენი მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 03.06.14