3 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
17 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
18 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
18 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
18 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ჟურნალმა EMEA Finance “თიბისი ბანკს” 2012 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მიანიჭა.

“ჩვენ ძალიან გვეამაყება, რომ მივიღეთ 2012 წლის საუკეთესო ბანკის წოდება ჟურნალისგან – EMEA Finance. ეს პრესტიჟული ჯილდო არის არა მხოლოდ ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგების, არამედ 2012 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების აღიარებაც,” – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ჟურნალის მთავარი რედაქტორის კრისტოფერ მურის განცხადებით, საქართველო იმსახურებს ბანკს, რომელიც სწრაფი ზრდის ტემპის შენარჩუნებას შეძლებს, “თიბისი ბანკი” კი ამ კონტექსტში საუკეთესოა.

“ბანკების მაღალი ზრდის ტემპს ხშირ შემთხვევაში მოჰყვება გარკვეული გართულებები, რის გამოც “თიბისი ბანკი” მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს კაპიტალის ზრდისა და რისკების მენეჯმენტის პროცედურების მუდმივ გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ამჟამად, ბანკის უმოქმედო სესხების კოეფიციენტი მხოლოდ 1%-ს შეადგენს, რაც საქართველოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შესამაბისად, “თიბისი ბანკი” დამსახურებული გამარჯვებულია ქვეყნის საუკეთესო ბანკის ნომინაციაში”, – აცხადებს კრისტოფერ მური.

EMEA Finance არის ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც ფოკუსირებულია ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის ფინანსურ ბაზრებზე.

EMEA Finance პირველად 2008 წელს გამოიცა, რის შემდეგაც ფინანსურ წრეში წამყვან პოზიციებზე მყოფი აუდიენციისათვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ იქცა.

24.04.13

Please follow and like us: