5 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
6 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
6 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
6 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
9 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

7aministroოფიციალური თბილისის შეფასებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას წარმოადგენს.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს.

“2014 წლის 8 ივნისს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები საოკუპაციო რეჟიმების მიერ ყოველდღიურად ირღვევა. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. 2014 წლის 8 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. “საპარლამენტო არჩევნები” ჯეროვნად შეაფასოს.

09.06.14

Please follow and like us: