ვიცე- პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭახათში, მდინარე კინტრიშაზე „კინტრიშაჰესის“-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრნენ. პროექტს შპს “Hydro Development Company” ახორციელებს.
„კინტრიშაჰესის“-ის დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 38 მლნ.კვტ.სთ იქნება. მისი მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროს აჭარბებს.
კინტრიში ჰესი შედგება სამი ძირითადი კვანძისაგან: სათავე წყალმიმღები ნაგებობა, 1814 მეტრი სიგრძის სადერივაციო გვირაბი და ჰესის შენობა, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ევროპული ფრენსისის ტიპის ტურბინები.
„კინტრიშა ჰესი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის, კერძოდ სოფლების ქობალაურის, ჭახათის და ვარჯანაულის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაში. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 80-დან 100 ადამიანი. მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც ჩაუტარდებათ სათანადო ტრენინგები. ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი წილი იქნება ასევე ჰესის ოპერირების დროს დასაქმებულთა შორის.
10.06.14