2 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
2 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
2 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
2 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
2 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

13584ვიზიტი ხორციელდება 11-13 ივნისს, ლონდონში დაგეგმილ „კონფლიქტების დროს  ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ სამიტთან“ დაკავშირებით, რომელსაც მასპინძლობენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი უილიამ ჰეიგი და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის საგანგებო წარმომადგენელი ანჯელინა ჯოლი.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მაია ფანჯიკიძე პირადად გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის, უილიამ ჰეიგის მიერ არის მიწვეული. დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა 12 ივნისს სამიტის პლენარულ სესიაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, დევიდ ლიდინგტონს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს მარკ რეკლესს და ამავე ჯგუფის წევრ პარლამენტარებს.

მინისტრი ფანჯიკიძე ბრიტანულ მხარესთან შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და შემდგომი ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს ნატოს უელსის სამიტის კონტექსტში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და უკრაინის კრიზისს.

მინისტრი მონაწილეობას მიიღებს Chatham House-ში – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში დაგეგმილ ღონისძიებაში, სადაც წარდგება მოხსენებით თემაზე – “Georgia: European Ambitions and Regional Challenges”.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება შეხვედრა კომპანია „ბრითიშ პეტროლეუმის“ აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებთან.

10 ივნისს მაია ფანჯიკიძე დაესწრება ლონდონში საქართველოს საელჩოს მიღებას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით გამოვა.

10.06.14

Please follow and like us: