„თიბისი გალერეაში“ ქართველი პიანისტის თამარ ლიჩელის წიგნის – „თენგიზ ამირეჯიბი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობა „უნივერსალისა“ და თიბისი ბანკის“ ხელშეწყობით გამოიცა.

მუსიკოსმა წიგნი სახელწოდებით „თენგიზ ამირეჯიბი“ თავის პედაგოგს, ცნობილ ქართველ პიანისტს და სახალხო არტისტს თენგიზ ამირეჯიბს მიუძღვნა.

პრეზენტაციის პარალელურად, გაიმართა მუსიკალური საღამო, რომელშიც პიანისტ თამარ ლიჩელთან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ბადრი ბაგრატიონ–გრუზინსკი, მუსიკოსები, თიბისი ბანკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

24.04.13

Please follow and like us: